„სად არის ზურაბიშვილი?“ - ოპოზიციის მწვავე კითხვები და „ოცნების“ მკაფიო პასუხები

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი კენჭისყრის დღეს
სალომე ზურაბიშვილი კენჭისყრის დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია მალავს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუმარტა ოპოზიციას, რით არის დაკავებული პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ფინეთში მერკელს შეხვდა >>

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ზურაბიშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მოიპოვეს, ზურაბიშვილი ტელეეკრანებზე ძალიან იშვიათად ჩნდება. ძირითადი დარტყმა თავის თავზე მიიღო მისმა მხარდამჭერმა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც მეორე ტურის წინ თავისი რესურსების სრული მობილიზაციის შესახებ განაცხადა, რათა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას.

„ქალბატონ სალომეს აქვს წინასაარჩევნო შეხვედრების თავისი გრაფიკი. მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიური და ბუნებრივია. მისი კამპანიის გაშუქება მოხდება ობიექტურად და ყველა დაინახავს, თუ რამდენად ინტენსიურია ეს კამპანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი ოპოზიციას საჩუქრად კალკულატორებს დაჰპირდა

მმართველი პარტიის მისამართით კრიტიკა ვაშაძის თანამოაზრეებმა გამოთქვეს. თავის მხრივ, ვაშაძე აქტიურად ხვდება ამომრჩევლებს და მედიას ხშირად აძლევს კომენტარებს.

„ძალიან უცნაური რაღაცაა, გადამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და უპატარძლო ქორწილი მივიღეთ. გამოაჩინონ პრეზიდენტობის კანდიდატი! თავისუფლება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ნუ გამოკეტეთ ეს ქალბატონი სახლში, შეხვდეს ამომრჩეველს, შეხვდეს მედიას. არ ვიცი, როდემდე შეიძლება დამალონ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის დეპუტატის, მარიამ ჯაშის თქმით, მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

„ველოდებით მეორე ტურის თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტიან კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც მივიღეთ პირველ ტურში. დარწმუნებული ვართ, მეორე ტური იქნება დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა ჯაშმა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს >>

მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ყოველდღიურ კონსულტაციებს გადის.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამას კენჭისყრის შედეგი მოწმობს.

არჩვენების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

ყველა ახალი ამბავი
0