„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის თარიღი არ გარკვეულა, მმართველი პარტია კი უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კადრების განახლებას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება >>

მანამდე მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები დააანონსა. ცვლილებების პირველი ეტაპი მოკლევადიანია – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე. ხოლო მეორე ეტაპი, არჩევნების შემდეგ, შეეხება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს.

„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვჭირდება მომზადება, რათა სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრი გადაკეტილია – დედაქალაქში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებენ

ბოლო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პარტიაში ძველი სახეების დაბრუნება, კობახიძემ უპასუხა, რომ მთავარია კადრების ობიექტური შერჩევა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩნენ. გათვალისწინებული იქნება ყველა კრიტერიუმი, მათ შორის დამსახურება პარტიის წინაშე და დამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც 2012 წელს გამოვიარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომლის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამას კენჭისყრის შედეგი მოწმობს.

ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი – უფლებები და მოვალეობანი >>

„ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები, იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ერთად ვნახავთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანია მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და შედეგს ყველა ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: მთელ რესურსს გამოვიყენებ, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს

მისი თქმით, საჯარო შეხვედრებში უშუალო მონაწილეობას მიიღებს სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ბოლო დროს საზოგადოება ვერ ხედავს.

მეორე ტურში ზურაბიშვილის კონკურენტი იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ინტერესებს წარმოადგენს. პირველ ტურში ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, ხოლო ვაშაძემ - 37,73%.

ვაშაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სწორედ საპარლამენტო არჩევნებზე მაშინდელი ოპოზიციის გამარჯვების შედეგად მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0