საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ფინეთში მერკელს შეხვდა

© FB / Gregory Vashadze ანგელა მერკელი და გრიგოლ ვაშაძე
ანგელა მერკელი და გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდა ანგელა მერკელს, იოჰანეს ჰანსა და თავის თანამებრძოლ მიხეილ სააკაშვილს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკიში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა და მასთან არჩევნების მეორე ტურზე იმსჯელა.

ფინეთის დედაქალაქში 7-8 ნოემბერს ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის – ევროპის სახალხო პარტიის სამიტი მიმდინარეობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროკავშირის, ევროკომისიის უმაღლესი თანამდებობების პირები, ევროპის ქვეყნების მთავრობების მეთაურები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის წევრია.

„ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერს, ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში", – დაწერა ვაშაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვაშაძესთან ერთად გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.

„საუბრის პირველი ნახევარი იყო პირველ ტურზე. რა პირობებში ჩაიარა პირველმა ტურმა, როგორ გამოიყურებოდა მთლიანად ეს პროცესი, როგორ დაითვალა და რა ციფრები იყო გამოცხადებული შემდეგ უკვე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ამ ციფრებს ითვლიდნენ. მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის იყო სწორედ მეორე ტურზე. რა მოლოდინები გვაქვს, რა საფრთხეები არის და რატომ დღემდე არ არის დანიშნული მეორე ტურის თარიღი", – განუცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ს.

ვაშაძემ არჩევნების საკითხი განიხილა ასევე ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

„ევროკავშირისთვის ცხადია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე", – დაწერა ჰანმა Twitter-ის საკუთარ აკაუნტში.

სამიტის ფარგლებში ვაშაძე ასევე შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. მოგვიანებით მან ამის თაობაზე დაწერა, რომ „კარგი შეხვედრა" იყო.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უყურადღებოდ არც თავისი ყოფილი თანამებრძოლები დატოვა, რომლებმაც 2017 წლის დასაწყისში ცალკე პარტია – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" შექმნეს.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ქუდზე კაცი! – ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს

„მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის (უგულავას) მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის. ახლა რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში", – განაცხადა სააკაშვილმა

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახდებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან" დავით ბაქრაძემ (ამომრჩევლის ხმათა 10%) საკუთარ მხარდაჭერებს მოუწოდა – მეორე ტურში ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.

„მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი", – აღნიშნა სააკაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0