არჩევნები ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება - ვინ გახდება პრეზიდენტი, ოქტომბერში გაირკვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ფარსი უწოდა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, ოპოზიციური „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატების განაცხადების წარდგენის ვადა სრულდება >>

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაზე 42 განაცხადია შესული. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია დღეს ჩემი გულშემატკივარი და მიიჩნევს, რომ მე უნდა მეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას“, — განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
რეჟისორ გიორგი შენგელაიას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მან საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება ირჩია, რომელიც 2020 წელს გაიმართება.

„დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთვის არა იმ მიზნით, რომ საკუთარი სურვილები და ინტერესები განვახორციელოთ, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილი აკეთებს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ იმ მიზნით, რომ შევცვალოთ ის დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბდა. უნდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე 2001-2008 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ამ პერიოდში ის პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ, 2004 და 2007 წელს ასრულებდა.

მმართველი გუნდი ბურჯანაძემ 2008 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა, შემდეგ მან შექმნა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“. 2011 წელს ბურჯანაძე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად თბილისის ცენტრში ატარებდა საპროტესტო აქციებს, რომელიც სასტიკი დარბევით დასრულდა. 

„გულწრფელად მებრალება“ — დავით უსუფაშვილს ზურაბიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება >>

ამ მოვლენების შემდეგ 2011 წელს პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის თანამშრომლობა არ შედგა. ბურჯანაძემ ოპოზიციაში ყოფნა გადაწყვიტა.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მასში არ მონაწილეობს. 9 სექტემბერს გამოცხადდება, რომელ კანდიდატს მისი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, ეს იქნება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.


ყველა ახალი ამბავი
0