„გულწრფელად მებრალება“ - დავით უსუფაშვილს ზურაბიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისა და სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკის გამო

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერი დავით უსუფაშვილი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის, მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“  და პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან ურთიერთობის არასწორი პრაქტიკა შეარჩიეს.

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს >>

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო" მხარს სწორედ მას დაუჭერს. თავად მმართველ პარტიას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და, როგორც პარტიის წევრებმა ადრე განაცხადეს, მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ.

„მე გულწრფელად მებრალება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღარ იცის რა ქნას. ის გამოდის და ამბობს, რომ ისევე წარმოუდგენელია, რომ „ოცნებამ“ მე არ დამიჭიროს მხარი, როგორც წარმოუდგენელია, რომ მე მხარი რომელიმე სხვა პარტიამ დამიჭიროს. აქ ყველაფერი ნათელია და ამაზე, მე მგონია, უნდა დავასრულოთ საუბარი“, — განაცხადა უსუფაშვილმა ტელეარხ PalitraNews-ის გადაცემა „360 გრადუსში“.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ახლოს „ოცნებასთან": საქართველოს ვიცე-სპიკერს ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება სურს

უსუფაშვილმა გააკრიტიკა მმართველი პარტია და განაცხადა, რომ ახლა მან „ძალიან იაფფასიანი ტაქტიკა“ შეარჩია. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არ მოსწონს ის, რომ ზურაბიშვილს მხარს უჭერენ სხვა პარტიები, რომლებიც „სამთავრობო ორბიტაზე“ ტრიალებენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ორშაბათს განაცხადა, რომ „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში შედის, მზად არის მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ანუ ახლა ჩვენ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს პარტიები და ლიდერები „ოცნებასთან“ შეუთანხმებლად გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ ამ ადამიანს ვუჭერთ მხარს. და ვითომ მათ არ აინტერესებთ „ოცნების“ ან მათი ლიდერების გადაწყვეტილება. ეს არ ემსახურება არაფერ კარგს. ეს არ არის სწორი პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის, იმიტომ, რომ თუ ამდაგვარი სპექტაკლებით ვიწყებთ ამომრჩეველთან ურთიერთობას, მაშინ რას უნდა ველოდოთ ხვალ? ამიტომ მებრალება ქალბატონი სალომე, რადგან არ იმსახურებს ამდაგვარ მოპყრობას“, — აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი — „რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერი, 2012-2016 წლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. იმ დროს მისი პარტია კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" შემადგენლობაში შედიოდა.

საქართველოს პრეზიდენტობისთვის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იბრძოლებს >>

არჩევნების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციაში შესწორებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის დარჩება ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი, ყველა გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებს. პრეზიდენტი პირადად გადაწყვეტს საკითხებს მხოლოდ შეწყალების, ამნისტიის, პარლამენტის დადგენილების ვეტოს და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ.

განახლებული კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საქართველო მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავა.

ამ დროისთვის ცესკოში პრეზიდენტობის 37–მა კანდიდატმა შეიტანა განაცხადი.

ყველა ახალი ამბავი
0