17:29 16 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა

კორუფციული სკანდალი საქართველოში: გამოძიება სამხილებს აგროვებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (13)
21810

აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა მარტიდან ატარებს

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა რამდენიმე დოკუმენტი კორუფციის საქმეზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ექს-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ზურაბ ალავიძე ფიგურირებენ, იუწყება პირველი არხი.

უსუფაშვილი: როდესაც ქუმსიშვილს მფარველი აღარ ჰყავდა, მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე >>

სამშაბათს გახდა ცნობილი, რომ ქუმსიშვილი და ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

ტელეარხის მონაცემებით, ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა გამომძიებლებს საბაჟო-გამშვები პუნქტებთან პარკინგების მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და „აკრედიტაციის ერთიანი ცენტრის“ საავტომობილო გზების ვარგისობაზე ტესტირების ამოქმედებასთან და ტესტირების შედეგების გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

ქუმსიშვილი და ალავიძე მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს გადადგა. მამუკა ბახტაძის განახლებულ მთავრობაში ქუმსიშვილი და ალავიძე პორტფელების გარეშე დარჩნენ.


თემები:
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (13)

მთავარი თემები