უსუფაშვილი: როდესაც ქუმსიშვილს მფარველი აღარ ჰყავდა, მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე

© photo: David Usupashvili / FBდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შენების მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელევიზია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360˚“-ში დიმიტრი ქუმსიშვილისა და დავით ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე საუბრობს.
უსუფაშვილი: როდესაც ქუმსიშვილს მფარველი აღარ ჰყავდა, მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე

„პირველ რიგში შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი, დასაფიქრებელი, გასაანალიზებელია ის, თუ როდის ხდება ბატონი ქუმსიშვილის დაბარება გამოკითხვაზე. თვითონ ამბობს, 20 დღის წინო. ეს არის ის დრო, როცა ქუმსიშვილი 7-8 დღის გადამდგარია თანამდებობიდან, როდესაც ის პოლიტიკურად აღარ არის წონიანი ფიგურა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ, რადგან მინისტრებს იმუნიტეტი არ იცავთ, ამიტომ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს პროკურატურამ გამოკითხვაზე და არა მაშინ, როდესაც თანამდებობიდან წასულები არიან.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება. თავად ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ იგი დაახლოებით 20 დღის წინ იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვაზე.

ქუმსიშვილი და ალავიძე მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს გადადგა. მამუკა ბახტაძის განახლებულ მთავრობაში ქუმსიშვილი და ალავიძე მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0