აჭარის მთვარობის თანამდებობაზე ოპოზიციამ „ოცნების“ ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრი წარადგინა

© Sputnik / Seyran Baroyanმაღლივი შენობები ბათუმის ცენტრში
მაღლივი შენობები ბათუმის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველმა პარტიამ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პრეზიდენტს  თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორის არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესტავაზეს. 

„არმაზ ახვლედიანი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა და პრინციპში, ჩვენ ვეთანხმებით. ახლაც ვმსჯელობთ. მოვითხოვთ კანდიდატისგან, დაასახელოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც, ვისთან ერთად აპირებს საქმიანობას. ახალი კანონმდებლობით, პრეზიდენტს თავმჯდომარესთან ერთად უნდა წარედგინოს აჭარის ოთხი მინისტრი“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პეტრე ზამბახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, არმაზ ახვლედიანი  მზად არის შეხვდეს როგორც პრეზიდენტს, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს და გააცნოს თავისი ხედვები. ამავდროულად ის ითხოვს დებატებს ყველა წარმოდგენილ კანდიდატთან.

„მე კარგად ვიცი, ათასგვარი სირთულე გველოდება ამ გზაზე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველა პოლიტიკოსი მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა აცნობიერებს, რომ ამჯერად გადაწყვეტოლება უნდა მიიღოს სინდისის კარნახით და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის ნაწილი იქნება გაბედული“, — განაცხადა არმაზ ახვლედიამა.

ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა >>

არმაზ ახვლედიანი, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ გუნდის და პოლიტსაბჭოს წევრი იყო. 2013 წელს ის „ქართული ოცება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნადაც დაინიშნა. მმართველი პარტია მან 2016 წლის 10 მაისს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. ახვლედიანმა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და სამართალდამცავი სტრუქტურები ფარულ მიყურადებაში დაადანაშაულა. მანამდე კი რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველ ძალას საჯაროდ აკრიტიკებდა. ახვლედიანი აცხადებდა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ მოჩვენებით ცვლილებებს გეგმავდა, სინამდვილეში კი რეტროგრადების გავლენით, ვერც თავად ვითარდებოდა და ვერც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას უწყობდა ხელს. ახვლედიანის პარტიიდან წასვლას მაშინ „ქართული ოცნების“ იმდროინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახვლედიანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იყო.

მმართველმა პარტიამ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს იკავებს.


ყველა ახალი ამბავი
0