ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძის განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ახალ მთავრობას მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა.

როდის მიიღებს მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას >>

ახლახან მომხდარი ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობაში 13 სამინისტროს ნაცვლად ათი მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი არის.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
კუბო და სამგლოვიარო პროცესია - ოპოზიციის პერფორმანსი პარლამენტთან

„ჩემს გვერდით დგანან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია თავის საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენს პროგრამაში დაფიქსირებული. ჩვენ მზად ვართ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან. ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის განახლებული მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებები გახდება განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბახტაძის მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0