თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პრეზიდენტს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორის არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესტავაზეს.
„არმაზ ახვლედიანი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა და პრინციპში, ჩვენ ვეთანხმებით. ახლაც ვმსჯელობთ. მოვითხოვთ კანდიდატისგან, დაასახელოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც, ვისთან ერთად აპირებს საქმიანობას. ახალი კანონმდებლობით, პრეზიდენტს თავმჯდომარესთან ერთად უნდა წარედგინოს აჭარის ოთხი მინისტრი“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პეტრე ზამბახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, არმაზ ახვლედიანი მზად არის შეხვდეს როგორც პრეზიდენტს, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს და გააცნოს თავისი ხედვები. ამავდროულად ის ითხოვს დებატებს ყველა წარმოდგენილ კანდიდატთან.
„მე კარგად ვიცი, ათასგვარი სირთულე გველოდება ამ გზაზე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველა პოლიტიკოსი მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა აცნობიერებს, რომ ამჯერად გადაწყვეტოლება უნდა მიიღოს სინდისის კარნახით და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის ნაწილი იქნება გაბედული“, — განაცხადა არმაზ ახვლედიამა.
ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა >>
მმართველმა პარტიამ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე წარადგინა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს იკავებს.