სამს მინუს ერთი – შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა მოხსნა

© photo: Shalva Shavgulidze / FBშალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასახელებული სამი კანდიდატიდან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს ჰქონდა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნით ირაკლი შოთაძე გადადგა. აქციები ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში ორი 16 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა>>>

ოთხშაბათს საპროკურორო საბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც მთავარი პროკურორის პოსტზე დასახელებული სამი კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით ერთი უნდა შეირჩეს. მანამდე კანდიდატებს გასაუბრების გავლა და საბჭოს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. მიზეზი, რის გამოც შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მასმედიისთვის საპროკურორო საბჭოს სხდომის დახურვა გახდა. 

პროკურატურა - სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
ბრძოლა მთავარი პროკურორის სავარძლისთვის გრძელდება – დარჩა სამი კანდიდატი
შავგულიძესთან ერთად მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო გოგნიაშვილი.

„სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მასმედიისთვის ღია ყოფილიყო, ვინაიდან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა… მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის მცირე ხარისხი მაინც შეეძინა პოროცესისთვის, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს მონაწილეობას", – განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შვგულიძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე სულ წარდგენილი იყო 21 განაცხადი. თავიდან მთავარი პროკურორის პოსტზე სამი მოქმედი პროკურორის კანდიდატურა იყო წარდგენილი — თამარ კერესელიძის, ირაკლი ნადარეიშვილისა და ლევან ძნელაძის, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ არჩევანი საზოგადოებრივი ინტერესისა და პროკურატურის რეფორმებიდან გამომდინარე გააკეთა.

დასახელებული კანდიდატებიდან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე დიდი მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს ჰქონდა.

რაც შეეხება თადუმაძეს, იგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მმართველი პარტიის პროტეჟეა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ახალ მთავრობაში, სავარაუდოდ, თანამდებობას შეინარჩუნებს, თადუმაძის შვილის ნათლიაა.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატის, ნინო გოგნიაშვილის აზრით, უწყება აბსოლუტურად აპოლიტიკური უნდა იყოს და მას სათავეში არ უნდა ჩაუდგეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი.

თბილისის ცენტრში გახარიას და წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ>>>

გავრცელებული ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ნაწილია, დამოუკიდებელი უწყება — გენერალური პროკურატურა გახდება.

კანდიდატის მთავარ პროკურორად დანიშვნა პარლამენტის პრეროგატივაა. მას დეპუტატების ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, ანუ 76-მა დეპუტატმა.

უფრო ადრე უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა პარლამენტს საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე წარედგინებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0