ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

© photo: The Prosecution Service of Georgia / FBყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე
ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წულუკიანმა ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის საკითხზე კონსულტაციები დაიწყო

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორმა ირაკლი შოთაძე, რომელმაც გასულ კვირაში გადადგომის შესახებ განაცხადა, პროკურატურის თანამშრომლებს ბოლოჯერ შეხვდა და დაემშვიდობა მათ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შოთაძეს გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება 31 მაისს მოუწია. იმ დღეს ზაზა სარალიძემ, მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამამ თბილისელებთან ერთად მთავარი პროკურატურის შენობასთან მასობრივი აქცია მოაწყო. მიტინგი მოყვა იმ ფაქტს, რომ თბილისის სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე — ვინ მოკლა მისი შვილი. სარალიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება მკვლელს მფარველობს.

ივანიშვილი: შოთაძის გადადგომა ახალი სტანდარტია >>

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად“, — განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძემ პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე, აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

საქართველოს პარლამენტმა შოთაძე მთავარ პროკურორად 2015 წლის ნოემბერში ექვსი წლის ვადით აირჩია. ის ამ უწყების პირველი ხელმძღვანელი გახდა, რომელიც დანიშნა არა პრემიერმა, არამედ პარლამენტმა.

ირაკლი შოთაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი პროკურორი გადადგა

2015 წელს „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესწორებები შევიდა — მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის შემოღების შესახებ. ახალი წესების თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის დანიშვნამდე ერთი თვის განმავლობაში სამეცნიერო წრეებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს ატარებს.

შემდეგ იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურაზე შეჯერდება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს ქალი. ამის შემდეგ კანდიდატურებზე 15-კაციანი საპროკურორო საბჭო იმსჯელებს. ის აირჩევს ერთ ადამიანს, ხოლო იუსტიციის მინისტრი ამ კანდიდატურას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს.

პარლამენტი სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის >>

მთავრობის დამტკიცების შემდეგ კანდიდატურაზე იმსჯელებს პარლამენტი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი, თუმცა მედიაში სავარაუდო კანდიდატურები უკვე დასახელდა. ეს არის ყოფილი ადვოკატი და პარლამენტარი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები უკვე დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0