სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაიშალა

© photo: Sputnik / Sergey Pyatakovგამშვები პუნქტი გალის რაიონის და ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვარზე
გამშვები პუნქტი გალის რაიონის და ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუს-მა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეხვედრის ჩაშლის მიზეზები განმარტა

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) გამართული სამუშაო შეხვედრა დატოვეს. მათ უარი განაცხადეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ე.წ. „ოთხოზორია — ტატუნაშვილის სიის“ განხილვაზე, იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

საქართველოს მომავალი პრემიერი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა >>

„შეხვედრა ხანმოკლე იყო. მონაწილეებმა დღის წესრიგის ერთ პუნქტზე განსხვავებული პოზიციები გამოთქვეს. განხილვის დასრულება შეუძლებელი გახდა, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ თათბირის გაგრძელების საფუძველი ვერ დაინახა“, — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის (EUMM) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეტანილია 33 ადამიანი, რომლებსაც ქართული მხარე ბრალდებად უყენებს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენას. სია მიღებულია 2018 წლის 21 მარტის საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე. პარლამენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რეზოლუციაში ბრალდებულთა სახით მითითებული პირები სანქციების სიაში შეიტანოს.

საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის - Sputnik საქართველო
თბილისში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეაფასეს

საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა ცხინვალის საავადმყოფოში 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვალების მიზეზად დე-ფაქტო ხელისუფლებამ გულის უკმარისობა დაასახელა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის წამების შედეგად გარდაიცვალა.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი. 

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მას „განზრახ მკვლელობისთვის“ დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა კანჯო-ოღლის გადმოცემის საკითხი, თუმცა უშედეგოდ. სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამაც აღძრა, მაგრამ „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო მაისში საქმე დახურეს.

საქართველოსთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მისაღებია >>

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0