საქართველოსთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მისაღებია

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა
ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევის ფორმატს საინტერესო და აქტუალური უწოდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქართული მხარისთვის სრულად მისაღებია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში რუსეთთან მოლაპარაკებების არსებული ფორმატი და მის შეცვლას არ აპირებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგების ჩატარებისთვის - Sputnik საქართველო
თბილისში აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეაფასეს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, მეორეში — ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

რა უპასუხა კვირიკაშვილის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ>>>

ჟენევის დისკუსიის ფორმატის შეცვლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, მოლაპარაკებების დონის ამაღლების აუცილებლობისა და ამ პროცესებში მისი ჩართვის შესახებ განაცხადა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, კვლავაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზადაა წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც თბილისია ამისთვის მზად.

პრობლემა იმაშია, რომ ის (ჟენევის ფორმატი) არ იძლევა იმ შედეგს, რომელიც გვსურს ჩვენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს", — განაცხადა დონდუამ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი აიძულო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს".

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ცვლილებას არარეალური არაერთხელ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. ამას რუსული მხარე რეგიონში ახალ რეალიებს უწოდებს.

რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0