სატელეფონო საუბრები თითის ანაბეჭდით - სიახლე პატიმრებისათვის

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი, არქივის ფოტო
ციხის საკანი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულები ზარების განხორციელებას ციხიდან მხოლოდ თითის ანაბეჭდებით პირადობის იდენტიფიცირების შემთხვევაში შეძლებენ

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პაატა მხეიძე გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც პატიმართა მხრიდან დარღვევების პრევენციას ემსახურება.

პატიმრობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები ციხიდან ზარების განხორციელებას შეძლებენ საკუთარი ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით (თითის ანაბეჭდები) და არა პლასტიკური სატელეფონო ბარათის მეშვეობით, როგორც ეს ახლა ხდება.

ამგვარად, პატიმრები სხვისი სატელეფონო ბარათის გამოყენებას და კოდის შერჩევის გზით ამ ბარათიდან თანხის მოხსნას ვერ შეძლებენ.

ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს ციხეებში პატიმრები პროფგანათლებას მიიღებენ

მსგავსი სიახლის მიზეზს, განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოადგენს რამდენიმე საქმე, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს და რომელიც ეხება მსჯავრდებულთა სატელეფონო ანგარიშებიდან თანხების უკანონო მითვისებას.

დეპუტატის ინიციატივით, მსჯავრდებულთა მიერ საპატიმროს რეჟიმის დარღვევისთვის სასჯელის სახით შემოიღონ ხანგრძლივი პაემნის ან ვიდეოპაემნის აკრძალვა. დღეისათვის პაემნის უფლება იზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი დისციპლინარულ სასჯელს უკვე იხდის ან კარანტინში იმყოფება.

გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, სასჯელაღსრულების ადგილებში იგეგმება პატიმართა თითის ანაბეჭდების ელექტრონული ბაზების შექმნა. დღეისათვის დაწესებულებაში შესვლისას თითის ანაბეჭდებს ნეგატივზე იღებენ.

კანონპროექტი ძალაში შვა, თუ პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0