01:32 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ვარშავა

ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Anton Denisov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და ევროკავშირი (91)
8022100

ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან მიმდინარეობს

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. დროებითი შრომითი მიგრაციის განხორციელების მიზნით რამდენიმე საპილოტე ქვეყანა შეირჩა, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ, იუწყება ტელეკომპანია  Imedi  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებაზე დაყრდნობით. 

 შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი მარტში გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების მიზანი ევროკავშირის ქვეყნებთან  უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტია  და „შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების ალბათობის შემცირებაა.

ელზა ჯგერენაიას განმარტებით,  შრომითი მიგრაციის შესახებ რეგულაციები 2015 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პილოტირებისთვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი.  ასევე, საპილოტე პროექტის ფარგლებში ისრაელთან ხელი მოეწერა პროექტს და  შესაძლოა, დაახლოებით 500 მოქალაქეზე მალე გაიცეს სამუშაო ვიზები. მოლაპარაკებები მიდის რუმინეთთან და კატარის რესპუბლიკასთანაც.

ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მარტში განაცხადა, რომ არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. 

მისი თქმით, არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი   ე.წ. ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა იქნება — საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროპის ქვეყნებში.

თანამშრომლობის განვითარების შედეგად საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა. შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები.  შემსუბუქდება არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

 

თემები:
საქართველო და ევროკავშირი (91)

მთავარი თემები