„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ახალ სამშვიდობო ინიციატივას დღეს განიხილავენ

© photo: Sputnikმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნობენ,  იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამშვიდობო ინიციატივა  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც პრემიერმა 4 აპრილს გაახმოვანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის

პრემიერის სამშვიდობო ინიციატივას დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში,  სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილავენ   და იმპლემენტაციის გეგმას შეიმუშავებენ. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაუძღვება.

„ძალიან ბევრი რამ იმპლემენტაციის ფაზაში არის დასაგეგმი, შესათანხმებელი. ასევე ამ ინიციატივის ნაწილია არაერთი ის სიახლე, რომელშიც სხვადასხვა უწყების ჩართულობაა მოაზრებული, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ასევე სერვისების ნაწილში,“- განაცხადა  ციხელაშვილმა.  

ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის მეთაურის  ინიციატივა  ექსპერტებს უკვე წარუდგინა. დღეს კი მინისტრი დეტალებს, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს და მინისტრის მოადგილეებს გააცნობს, რომლებიც სამოქმედო გეგმის განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართული.

პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივას მხარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმაც დაუჭირა. მისი განცხადებით,  საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით.  

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირში კვირიკაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

პირველი — გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. მეორე — ეს არის ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მესამე ინიციატივა უკავშირდება ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0