მარშანია: „მოსკოვი ელოდებოდა პოლიტიკოსებს საქართველოდან"

© Sputnik / Alexander Imedashvili„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები
„პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ადა მარშანია მმართველი „ქართული ოცნების" კრიტიკით გამოვიდა და ის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსი დეპუტატები მოხარული იყვნენ ქართველ კოლეგებთან შეხვედრით — მოლაპარაკებები მოსკოვში თანაბარ დონეზე წარიმართა, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა".

მარშანია „პატრიოტთა ალიანსიდან" ქართველი სამი დეპუტატიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც 2017 წელს მოსკოვში ორჯერ — ივლისსა და ოქტომბერში იმყოფებოდა. დეპუტატები მოსკოვში შეხვდნენ პარლამენტის წევრებს, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარეს დსთ-ის საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვსა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინ კოსაჩოვს.

„მოსკოვი საქართველოდან პოლიტიკოსების ჩამოსვლას ელოდებოდა. მათ აშკარა სიხარული და კმაყოფილება ეტყობოდათ, რაც ყველაფერში გამოიხატებოდა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ იქ რამე უკადრებელ სიტუაციას მოვითმენდით, სადაც ჩვენი სახელი, ღირსება, ან ეროვნული სიამაყე შეილახებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია არ იყო და იყო აბსოლუტურად თანაბარი საუბარი", — განაცხადა მარშანიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მზადაა, ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

ტოკ-შოუას ანალიტიკოსის, ზვიად ავალიანის კითხვაზე, მოდის თუ არა მოსკოვიდან გარკვეული იმპულსები, რომ ამ პირდაპირმა კონტაქტმა შედეგი გამოიღო და მზად არის თუ არა მოსკოვი, დათმობებზე წავიდეს, მარშანიამ უპასუხა, რომ ქართველი პოლიტიკოსებო სერიოზული გარღვევისთვის უნდა მოემზადონ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადალახოს ფსიქოლოგიური, პოლიტიკური ან სხვა ბარიერები, რადგან დეპუტატების მოსკოვში წასვლა ერთია, ხოლო მთავრობის წევრების — სრულებით სხვა რამ.

„პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში დღის წესრიგში ძალიან მწვავე საკითხები დააყენა. მე საუბარი სოხუმითა და ცხინვალით დავიწყე. მათ ვაჩვენეთ და ვაგრძნობინეთ, რომ მოსკოვში, პირველ რიგში, იმისთვის ჩამოვალთ, რათა სოხუმსა და ცხინვალზე ვისაუბროთ, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ფარგლებში დაბრუნდეს, ჩვენ კი იქ დავბრუნდეთ. საპასუხოდ, მათ არ უთქვამთ, რომ ეს თემა დამთავრებულია", — განაცხადა მარშანიამ.

ამასთან, მან მმართველი გუნდი გააკრიტიკა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებში შედეგზეა ორიენტირებული

„ჩვენი პოლიტიკური ძალის მტკიცე თვალსაზრისით, ქვეყნის უზენაესი და უპირველესი მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა. საკანონმდებლო ორგანო საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებით უნდა იყოს დაკავებული და გაუგებარია პარლამენტის საქმიანობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ამ უზენაესი თემის განხილვას არც სხდომას უძღვნის, არც განხილვას, არც დებატებს და არც პოლიტიკურ ხედვას აყალიბებს", — აღნიშნა მარშანიამ.

მოსკოვში პირველი გამგზავრების დროს ქართველი დეპუტატები რუს დეპუტატებს პარლამენტთაშორისი ჯგუფის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0