15:20 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
244 0 0

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ახალი დირექტორი შსს-ში 2009 წლიდან მუშაობს

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ გელაშვილი დანიშნა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გელაშვილმა თანამდებობაზე გიორგი ბიჭაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც 112-ის სამსახურს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ახალი უფროსი თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო ისეთ სტრუქტურას, რომლის გამართული ფუნქციონირება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ჩვენ უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლის შედეგადაც 112-ის დეპარტამენტი კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება და ოპერატიულობის ხარისხი გაუტოლდება ევროპის წამყვან ქვეყნებს", — განაცხადა გელაშვილმა.

გელაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

2009–2012 წლებში გელაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი") პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო 2013-2016 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი იყო.

2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო მას შემდეგ დღემდე — შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო.

 

თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
თეგი:
შს სამინისტრო, ნიკოლოზ გელაშვილი

მთავარი თემები