თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახალ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, ნათქვამია სუს-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აქამდე სუს-ის უფროსის მოადგილეები იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი იოსებ გოგაშვილი, ასევე ალექსანდრე ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი.
ბოლო დრომდე გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი — ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
მანამდე ლილუაშვილი თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.
დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს.