07:56 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (92)
32 0 0

კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებები ეხება საქართველოს მოქალაქეობის, საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნების, რელიგიისა და სხვა საკითხებს

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს 150-დან 115-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა მოგვიანებით გაიმართება.

ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებს ეხება. კანონპროექტი პარლამენტში ადგილების განაწილებისას „ბონუსების სისტემის" გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის ამოქმედებაც 2024 წელს სურდათ.

ახალი ვერსიის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში ყველა 150 მანდატი პოლიტიკურ პარტიებს შორის პროპორციულად გადანაწილდება არჩევნებზე მიღებული ხმების მიხედვით. „ბონუსების სისტემის" შემთხვევაში კი უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებოდნენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ხმების დიდ რაოდენობას მიიღებდნენ.

მანდატების რაოდენობის განსაზღვრისთვის პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ყველა იმ პარტიების ხმების რაოდენობაზე, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5% მიიღეს.

მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის კიდევ ერთი შენიშვნა გაითვალისწინა. კონსტიტუციაში შედის შესწორება, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბლოკების შექმნა დასაშვებია.

ცვლილებები ასევე ეხება პრეზიდენტის არჩევნების სისტემას, კერძოდ, ტერმინოლოგიას. განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის შემდეგ ძალაში შევა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ხოლო ტერმინი „ამომრჩეველი" შეიცვლება ტერმინით „საარჩევნო კოლეგიის წევრი".

გარდა ამისა, იცვლება აღნიშნული შესწორებების ამოქმედების ვადები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვა ქვეყნის პასპორტს აიღებს. ეს ნორმა ძალაში შევა არა 2018 წლის ნოემბერში, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში ახალი შესწორებების ამოქმედებისთანავე.

კიდევ ერთი შესწორება ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას სრული კონსენსუსის აუცილებლობას.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, დაზუსტდება აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტები.

საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაზე მუშაობა რვა თვის განმავლობაში მიდიოდა, თავიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, შემდეგ კი ქვეყნის პარლამენტში. მთელი ეს პროცესი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ამოიღებენ სიტყვებს — „სახელმწიფო უსაფრთხოება", „დანაშაულის თავიდან აცილება" და „მართლმსაჯულების განხორციელება".

თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (92)

მთავარი თემები