რა საკითხებს განიხილავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალურ პირებთან

© Sputnik / Denis Aslanovთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 26 ნოემბერს ეწვია

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული მხრიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ დადგება, განაცხადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 26 ნოემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გროისმანის შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან. გარდა ამისა, უკრაინის პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თბილისის ცენტრი - სასტუმროები Biltmore და Radisson - Sputnik საქართველო
აბრეშუმის გზის ფორუმს თბილისში უკრაინის პრემიერი დაესწრება

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ გროისმანი წეროვანში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვევა და ასევე  გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს (გმირთა მოედანზე).

28 ნოემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის″ გახსნით სესიაზე და ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში –  „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის".

გროისმანის გარდა,  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის″ მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი ნაჰაიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანი.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 ივლისს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 100-ზე მეტი შეთანხმება ორ- და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ფინანსები, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა და განათლება.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0