მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

© Сайт Ministry of Foreign Affairs of Georgiaმიხეილ ჯანელიძე და რიჩარდ ჩარნეცკი
მიხეილ ჯანელიძე და რიჩარდ ჩარნეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოს მისამართით ბევრი შექება მოისმინა

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ, რიჩარდ ჩარნეცკისთან პირველი შეხვედრა გამართა.

„ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე, რომელიც საქართველომ ევროპის პოლიტიკურ ოჯახში დაიკავა", — განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

ევროკავშირის დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

ჩარნეკციმ განაცხადა, რომ საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ჩარნეცკიმ ხაზი გაუსვა მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე.

„ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად, უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა", — აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის" თანათავმჯდომარე ქლერ მუდიმ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბევრი მიმართულებით პროგრესი აჩვენა, რამაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ის ლიდერად აქცია.

„საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ჩვენს მხარს ვუჭერთ ამ პროგრეს, რომელიც მიღწეული იქნა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დემოკრატიზაციის, სასამრთლო რეფორმის ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს მომავალშიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ", — აღნიშნა კლერ მუდიმ.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტ სანდრა კალნიეტეს შეხვდა.

"როდესაც არსებობს მზადყოფნა, შესაძლებლობაც სწორედ მაშინ ჩნდება. ჩემი სურვილია საქართველომ სტაბილურად განაგრძოს წინსვლა და შეინარჩუნოს ის ტემპი, რომელიც მას ვიზალიბერალიზაციის მიღების პერიოდში ჰქონდა", — განაცხადა კალნიეტემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენეს თქმით, მიხეილ ჯანელიძესთან საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს.

„როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენი მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს", — განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.

ჯანელიძემ გამართული შეხვედრების შედეგებს მაღალი შეფასება მისცა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარო ჰყავს, რაც იმ მჭიდრო მხარდაჭერით გამოიხატება, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე გააჩნია.

ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, ჯანელიძე ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კიმიტეტის წინაშე წარდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0