08:13 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პარლამენტის შენობა

ცვლილებები მიღებულია: ორი შეხედულება ერთ კონსტიტუციაზე

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საკონსტიტუციო რეფორმა (76)
13 0 0

კონსენსუსი არ შედგა - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის მიერ მიღებული განახლებული კონსტიტუციის შესახებ საუბრობენ

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა დაპირება შეასრულეს და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.

მმართველი პარტია მანამდე დათანხმდა წასულიყო დათმობებზე —  2024 წლიდან „ბონუსების სისტემის" დანერგვაზე უარი ეთქვა და არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა დაეშვა. მაგრამ პრეზიდენტი და ოპოზიცია ამით არ დაკმაყოფილდა. შედეგად მოტივირებული შენიშვნების სია ექვსამდე გაიზარდა.

პრეზიდენტის დანარჩენი მოთხოვნების ჩამონათვალშია საპარლამენტო არჩევნების 2020 წლიდან პარტიული სიებით გამართვა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემდეგ, კონსტიტუციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტება და კვორუმის დაწევა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკონსტიტუციო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

სადავო დოკუმენტი პარლამენტში

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პარლამენტში საკმაოდ ემოციურად წარიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით „ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

თავიდან დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 8 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 110- მა მისცა ხმა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

განახლებული კონსტიტუციის მიღება კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიულოცა.

„კოლეგებო, გილოცავთ კონსტიტუციის ახალი რედაქციით მიღებას. ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე აგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ განახლებული კონსტიტუცია ქვეყანაში ადამიანის უფლებებს დაიცავს და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსს უზრუნველყოფს.

„ახალ კონსტიტუციას აქვს სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა — ხალხის, პარლამენტში უმრავლესობის, ხუთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და აქვს ვენეციის კომისის მხარდაჭერა… კონსტიტუციასი არის რამდენიმე დებულება და ტექსტი, რომლებზეც ოპოზიცია დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს, ეს ცვლილებები მათი ავტორობით რომ ყოფილიყო შეტანილი პარლამენტში“, — განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტი და ოპოზიცია უკმაყოფილოა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტს ერთპარტიული კონსტიტუცია უწოდა.

„მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსესუსით, ჩავარდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, ხელისუფლებამ პოლიტიკური სპექტრი ჩვენიანებად და სხვისიანებად დაყო. მან კიდევ ერთხელ მოახდინა, მათი აზრით, „კარგი საქმე“, საკონსტიტუციო ძალის დემონსტრირება დემოკრატიის საპირისპიროდ“, — აცხადებს აბაშიშვილი.

პარლამენტს რომ გაეთვალისწინებინა ვეტო, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მთელი პოლიტიკური სპექტრი დაუჭერდა, და არა მხოლოდ მმართველი გუნდი, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

„სამწუხაროდ, ჩვენ გავუშვით ეს შესაძლებლობა, და ამაზე დაფიქრება მნიშვნელოვანი იყო… სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვა „დიალოგს“ აღიქვამს როგორც დიალოგს საკუთარ თავთან ან უმრავლესობის შიგნით, და არა სხვებთან, პარტიებთან, სხვა ძალებთან, ინსტიტუტებთან, მათ შორის პრეზიდენტთან, რომელიც უმრავლესობის გარეთ იმყოფება“, — განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს მთავარ კანონში მიღებული ცვლილებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააკრიტიკეს.

„ეს დოკუმენტი არის ანტისახალხო დოკუმენტი, რომელიც ამკვიდრებს ავტორიტარიზმს და ადამიანებს ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას“, — განაცხადა ენმ-ის დეპუტამა რომან გოცირიძემ.

განახლებული დოკუმენტი არ მოსწონს ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, საზოგადოების დაკვეთის გათვალისწინების გარეშე, პოლიტიკურ სპექტრთან შეუთანხმებლად, არასამთავრობო სექტორის შენიშვნების მიუხედავად, მაინც მიიღო კონსტიტუცია, რომელიც არ არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი და, სამწუხაროდ, ქვეყნის ძირითადი კანონი არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

ექსპერტის აზრი

საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ ვეტოს დადებით მარგველაშვილს საკუთარი უთანხმოების დემონსტრირება სურდა, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.

„პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მმართველი პარტია დაძლევდა ვეტოს. მან ეს გააკეთა იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება“, — აღნიშნა ჩიტაძემ. 


თემები:
საკონსტიტუციო რეფორმა (76)

მთავარი თემები