04:29 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ქართული ოცნების მხარდამჭერები

"ქართულმა ოცნებამ" სექტემბერში შემოწირულობის სახით 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (107)
18 0 0

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სექტემბერში შემოწირულობის სახით 4,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. შემოწირულობის რაოდენობის მხრივ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" კვლავ პირველ ადგილზეა — სექტემბერში პარტიამ 4 მილიონზე მეტი ლარი მიიღო.

მთლიანობაში სექტემბერში დარეგისტრირებულმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობის სახით 4,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე.

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის" შემოწირულობის სახით გადაურიცხეს 336 ათასი ლარი, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 36 ათასი ლარი.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათ შორის ლიდერობენ გულო ზუმბაძე — 15,5 ათასი ლარი და ალექსანდრე ელისაშვილი — 15,1 ათასი ლარი.

პარტიები ვალდებული არიან, მონიტორინგის სამსახურს თავიანთი შემოსავლების, მათ შორის შემოწირულობების შესახებ სრული ანგარიში წარუდგინონ. შემოწირულობის თანხა ფიზიკური პირისგან არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისგან — 120 ათას ლარს.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

 

თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (107)

მთავარი თემები