საკონსტიტუციო ცვლილებები - არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ხელისუფლებისადმი

© courtesy of Giorgi Margvelashviliსაქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოწოდებები აუცილებლად გაითვალისწინოს.

„მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია", — ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

მანამდე, 5 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილით საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიმართეს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილი გაუგზავნა

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიუღწევლობის სრულ პასუხისმგებლობას  ხელისუფლებას აკისრებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„მინიმალური პოლიტიკური კომპრომისის არარსებობა და მსგავსი ერთპარტიული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. კონსტიტუცია სახალხო თანხმობის დოკუმენტია და აუცილებელია, მის შინაარსს იზიარებდნენ საზოგადოების ფართო ფენები… მმართველი გუნდის განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის "ქართული ოცნების" ლიდერების ადრინდელ დაპირებასთან, რომ ისინი ვენეციის კომისიის ყველა რჩევას გაითვალისწინებდნენ", — ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციის ცვლილებები პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა მას მხარს არ უჭერენ არც პრეზიდენტი, არც ოპოზიცია, არც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ცვლილებების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა 2017 წლის მაისში დაასრულა. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს

ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს. აღნიშნული გარემოება ვენეციის კომისიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილების მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

მმართველი პარტია „ქართული ოცნებისადმი“ განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი — ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს რეფორმების ასოციაცია, (GRASS), სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ლიბერალური აკადემია — თბილისი.

 

ყველა ახალი ამბავი
0