00:21 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018 (102)
21 0 0

საქართველოს პრემიერი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში კატასტროფის ეროვნული მემორიალი „იად ვაშემი" მოინახულა და პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას — გერმანიისა და მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ებრაელების მასობრივი განადგურების, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ეწვია. მან უკვე გამართა შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე — ქნესეთის ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო თანაგრძნობა და ასევე, აღტაცება ებრაელი ხალხის შეუპოვრობით და სიმტკიცით მაშინ, როცა მან თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამოიარა ნამდვილი ჯოჯოხეთი. ეს ერი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ უზრუნველყო კიდეც ამ დიადი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, გამოვხატავ ებრაელთა მიმართ ქართველი ხალხის განსაკუთრებულ გრძნობებს — მეგობრობასა და სოლიდარობას, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდება მომდევნო 26 საუკუნის განმავლობაში", — განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მემორიალი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიორგი კვირიკაშვილი ასევე იმყოფებოდა იერუსალიმის ერების ხეივანში, სადაც ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად ხე დარგო.

ჰოლოკოსტი (Holocaust) — ძველბერძნულიდან ითარგმნება როგორც „დაწვა", „ცეცხლით განადგურება", „მსხვერპლშეწირვა". თანამედროვე მეცნიერულ ლიტერატურაში აღნიშნავს ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას, რომლის გამო 1933-1945 წლებში 6 მილიონი ებრაელი განადგურდა.

1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიც–ბირკენაუ) გაათავისუფლეს, სადაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2005 წლის ნოემბერში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გაერომ 27 იანვარი დააწესა.

თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი–2018 (102)

მთავარი თემები