06:47 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე–2018 (76)
5621

კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წილის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკისა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ფლობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე ერთსულოვნად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი – ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. კერძოდ: მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წილის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკისა და, რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

„კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება ის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესი", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იგეგმება.

თემები:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე–2018 (76)

მთავარი თემები