საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ბერლინში მსჯელობენ

© FB / Ираклий Кобахидзеსკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ბერლინში
სკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ბერლინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარ კანონში უახლოეს ხანებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტის განხილვის მიზნით, ბერლინში ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს, ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

კონფერენციაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც ძალიან მყარი საფუძველი უნდა ჩაუყაროს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა", — განაცხადა კობახიძემ კონფერენციის გახსნაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტით უკმაყოფილოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს ძალიან მყარი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.

მარკერტმა განახლებული კონსტიტუციის პროექტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისამდე მოამზადებს.

„ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი და თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხებზე, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია… მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს", — ხაზგასმით აღნიშნა თომას მარკერტმა.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ცვლილებების პროექტი პარლამენტს მაისის დასაწყისში გადაუგზავნეს, შემდეგ კი საყოველთაო განხილვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაიწყო.

ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

განახლებული კონსტიტუციის წარდგენილ პროექტს აპროტესტებენ წამყვანი ოპოზიციური პარტიები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი. ძირითადი უკმაყოფილება გამოიწვია "ქართული ოცნების" იდეამ, რომელიც მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას. კამათი აგრეთვე მანდატების განაწილების საკითხზეც მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არა ერთხელ განუცხადებია, რომ საყოველთაო განხილვებისა და ვენეციის კომისიის შენიშვნების საფუძველზე „ქართული ოცნება" მზად არის შემუშავებულ პროექტში ცვლილებები შეიტანოს.

„ქართული ოცნების" განცხადებით, კონსტიტუციის განახლებული პროექტი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს უნდა მიიღოს, თუმცა, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

„ვენეციის კომისია", ოფიციალურად კი „ევროპის კომისია დემოკრატიისთვის სამართლის საშუალებით", 1990 წელს ევროპის საბჭოში შეიქმნა. 2002 წლიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ქვეყნებს, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრები არ არიან. სესიები ვენეციაში იმართება, საიდანაც კომისიის არაოფიციალური სახელწოდება მომდინარეობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0