19:04 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)
100 0 0

საქართველოს რეიტინგულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის საქმის განხილვის დღეს აქციის გამართვის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ღია მიკროფონი უზენაეს სასამართლოსთან“  სასამართლოს შენობასთან 13:00 საათზე დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება, განაცხადა ტელეკომპანიის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ხუთშაბათს „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) საქმის განხილვას შეუდგება.

პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის“ Rustavi2-ის გადაცემის შესახებ ტელეარხის ამჟამინდელმა მფლობელებმა — ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა გაასაჩივრეს. უზენაეს სასამართლოს მათ 2016 წლის ივლისში მიმართეს.

 „ეს არის პროცესები, რომელიც ეხება „რუსთავი 2“-ის ყველა მაყურებელსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, მათ, ვისაც არ მოსწონს „რუსთავი 2“, მაგრამ იცის, რომ „რუსთავი 2“-ზე გადის თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიისა და ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბედი. ამიტომ ჩვენ ვაანონსებთ აქციას ეგიდით „რუსთავი 2 — ღია მიკროფონი უზენაეს სასამართლოსთან“… ვინ, სად და როგორ შეიკრიბება, მხედველობაში მაქვს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს მათი პირად საქმეა. ჩვენ ყველას აზრს პატივს ვცემთ და მადლობას ვუხდით მათ“, — განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას სიტყვებით, საპროტესტო აქცია ყოველ  დღე გაიმართება, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

ტელეკომპანიის დირექცია კვლავ მოითხოვს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრა მოსამართლიდან ორი მოსამართლის —  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძისა და მოსამართლე მზია თოდუას აცილებას მოითხოვს.

Rustavi 2-ის სასამართლო პროცესი დაახლოებით ორი წელი მიმდინარეობს. 2015 წლის ნოემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, 2016 წლის ივნისში კი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თემები:
Rustavi2 - რუსთავი 2 Live Televizia online (17)

მთავარი თემები