12:45 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

ზურაბ აბაშიძე, რომელიც ახლო წარსულში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, ყახაზეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით მუმლაძეს შეცვლის.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე 15 თებერვლიდან ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.

ამ პოსტზე აბაშიძე დავით მუმლაძეს შეცვლის, რომელიც საქართველოს დიპლომატიურ მისიას ყაზახეთში 2012 წლის 1 ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

აბაშიძე ახლო წარსულში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. პარტია, რომელიც ადრე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა, წამყვანმა ფიგურებმა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვეს.

მთავარი თემები