სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში მოსვლა შეეძლო

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციაზე კიევში
მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციაზე კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილმა პარალელი გაავლო ბოლო საპარლამენტო არჩევნებსა და 2003 წლის არჩევნებს შორის, რომელთა შემდეგ "ვარდების რევოლუცია" მოხდა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებდა, ის რომ ამ დროს ქვეყანაში ყოფილიყო.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სააკაშვილის მიერ შექმნილმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ადგილი დაიკავა და პარლამენტში 27 დეპუტატი გაიყვანა. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის დამარცხებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი აქტივისტი და ლიდერია დამნაშავე, რადგან მათ არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტზე და საპროტესტო აქციების ჩატარებაზე უარი განაცხადეს.

„მე არჩევნების დროს იქ არ ვიმყოფებოდი. მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, სხვა შედეგი იქნებოდა. არჩევნები უხეშად გაყალბდა. როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება არჩევნებს აყალბებდა და მე იქ ვიყავი, ჩვენ ჩვენი შედეგი დავიცავით. ახლა მე იქ არ ვიყავი და, სამწუხაროდ, მათ (ენმ-ის ლიდერებმა) შედეგების დაცვა ვერ შეძლეს", – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მუშაობა კი არა, მხოლოდ სტუმრად ჩასვლა უნდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი რადაში ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს

სააკაშვილის გამოსვლას პირდაპირ ეთერში „უკრაინის კრიზისული მედია-ცენტრის“ საიტი გადასცემდა.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 2004-2013 წლებში ეკავა. მანამდე ის საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრი იყო, 2001 წელს კი ოპოზიციაში გადავიდა. 2002 წელს მისი ინიციატივით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეიქმნა.

2003 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად გაყალბებული არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ყველაფერმა ამან "ვარდების რევოლუცია" და შევარდნაძის გადადგომა მოიტანა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინაში ახალ პარტიას აფუძნებს

იმის შემდეგ, რაც სააკაშვილმა საქართველო დატოვა, ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია — ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, მათ შორის პირად საჭიროებაზე 5 მილიონი დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში 2015 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უშტატო თანაშემწე გახდა, ასევე — პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 2015 წლის მაისიდან სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობიდან ის საკუთარი სურვილით რამდენიმე დღის წინ გადადგა და თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.

ყველა ახალი ამბავი
0