სანიკიძემ "ეროვნული ფორუმი" დატოვა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმთაწმინდა
მთაწმინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუბაზ სანიკიძემ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პარტიის საიუბილეო წელს „ეროვნული ფორუმი“ დატოვა.

თბილისი, 11ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფორუმი“ დატოვა, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

სანიკიძე „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი იყო. პარტიამ, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და დამარცხდა. „ეროვნულმა ფორუმმა“ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ხმების 0,73% მოიპოვა. 

ოპოზიციური პარტიის ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა - Sputnik საქართველო
ეროვნული ფორუმი საქართველოში ევროპული პარტიის დაფუძნებას გეგმავს

„მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ეროვნული ფორუმი“. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას, პირიქით, მე პოლიტიკაში ვრჩები. მე სერიოზული პირადი მოტივაცია მაქვს. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს“, — განაცხადა სანიკიძემ ბრიფინგზე.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ოპოზიციას, რომელიც პარლამენტის გარეთ დარჩა, სერიოზული დავალება აქვს, რომლის შესრულებაშიც ის ჩაერთვება.

„ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უსისხლო სამხედრო გადატრიალება მოხდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლეს გაეკეთებინათ ის, რაც მათ სურდათ. დღეს ქვეყანაში გვყავს მმართველი პარტია აბსოლუტური უმრავლესობით. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, ის არის ბოლომდე პასუხისმგებელი როგორც წარმატებებზე, ისე წარუმატებლობებზე. პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, — განაცხადა სანიკიძემ.  

კითხვაზე, თუ ვისთან აპირებს თანამშრომლობას მომავალში, პოლიტიკოსმა განმარტა, რომ მას კონსულტაციების გავლა და დრო სჭირდება. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა არჩევნებზე ენმ-ის დამარცხების მიზეზები დაასახელა

ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ კახა შარტავამ განაცხადა, რომ სურს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების რესურსები გააერთიანოს იმისთვის, რათა საქართველოში ევროპული პარტია დააფუძნოს. მისი სიტყვებით, როგორც „ეროვნულმა ფორუმმა“, ისე სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს ამომრჩევლის დარწმუნება მრავალპარტიული პარლამენტის აუცილებლობაში.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში 115 ადგილი, ხოლო პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27 ადგილი მოიპოვა.

სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს ასევე ოპოზიციურმა ბლოკმა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში ექვსი ადგილი მიიღო, „მრეწველების“ ერთმა წარმომადგენელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ყველა ახალი ამბავი
0