ეროვნული ფორუმი საქართველოში ევროპული პარტიის დაფუძნებას გეგმავს

© FB / "Национальный форум"ოპოზიციური პარტიის "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა
ოპოზიციური პარტიის ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ ფორუმში, რომელიც ადრე ქართული ოცნების შემადგენლობაში შედიოდა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით იმედგაცრუების მერე, სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისი, 12 ოქტომბერი– Sputnik. ეროვნული ფორუმის ლიდერს კახა შარტავას ევროპული პარტიის შექმნის მიზნით სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების რესურსების შეერთება უნდა. 

ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობაში შარტავა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დარწმუნდა. მისი თქმით, როგორც ეროვნულმა ფორუმმა, ასევე სხვა პარტიებმა ვერ დაარწმუნეს ამომრჩევლები პარლამენტის მრავალპარტიულობის აუცილებლობაში. ეროვნულმა ფორუმმა არჩევნებზე ამომრჩევლების ხმების მხოლოდ 0,73% მიიღო, და, შესაბამისად, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

"ამ სიტუაციაში საჭიროდ მიგვაჩნია სერიოზული კლასიკური ტიპის ევროპული პარტიის ჩამოყალიბება. საჭიროა საკადრო რესურსის შეგროვება, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმობნეული, და უნდა ჩამოყალიბდეს პარტია, რომელიც თავისთავში მოიცავს მთელ ამ მრავალფეროვნებას და რესურსს",-განაცხადა შარტავამ ბრიფინგზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
„თავისუფალი დემოკრატები“ თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა

მხოლოდ ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება რეალურად შეძლებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შეცვლას, ხაზი გაუსვა მან.

"ერთი და იგივე ძალები, ერთი და იგივე ადამიანები ემსახურებიან სისტემას და ფაქტიურად ხელს უწყობენ იმას, რომ საქართველოში დაფიქსირდეს სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დეფიციტი", — განაცხადა შარტავამ.

ეროვნულმა ფორუმმა, რომელიც ადრე ქართული ოცნების შემადგენლობაში შედიოდა, პოლიტიკური გაერთიანება მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო. პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს,ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“– 5,01%.

ყველა ახალი ამბავი
0