„თავისუფალი დემოკრატები“ თითქმის ყველა ლიდერმა დატოვა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებზე წაგების შემდეგ ავტორიტეტული ოპოზიციური პარტიის დატოვება უკვე ექვსმა ადამიანმა გადაწყვიტა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ წამყვანმა პოლიტიკურმა ფიგურებმა — გიორგი ცაგარეიშვილმა, დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ დატოვეს.

მანამდე, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ დღეში „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვება გადაწყვიტა ალექსი პეტრიაშვილმა. მოგვიანებით პარტიის დამფუძნებელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის.

„თავისუფალ დემოკრატებს“ პარლამენტში მოსახვედრად სულ ცოტა ხმები დააკლდათ — პარტიამ ხმათა 4,63% მიიღო. პარტიას არ გაუმართლა მაჟორიტარულ ოლქებშიც — მათი წარმომადგენლები მეორე ტურშიც ვერ გავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0