23:33 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5001

ბურჯანაძემ საქართველოს ნატოში მიღების შესახებ განცხადების მტკიცებას, მასობრივი ფსიქოზი უწოდა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შანსები ამ ეტაპზე არა აქვს, განაცხადა პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

„ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების არანაირი შანსი არა აქვს და ამას გვეუბნება ყველა, ობამადან დაწყებული ელჩებით დამთავრებული, მაგრამ ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ მიგვიღებენ. ეს მასობრივი ფსიქოზია. არანაირი წევრობა არ იქნება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული“, — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეარხ GDS-ის გადაცემა „2030“-ში.

„თუ ჩვენ უნდა ვატაროთ წვრთნები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ვაფრიალოთ წითელი დროშასავით კორიდაზე ამ წვრთნების ჩატარებით პოლიტიკური განცხადებები, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.

თუ ჩვენ უნდა ჩავატაროთ წვრთნები და პოლიტიკური განცხადებები ვაფრიალოთ წითელ დროშასავით როგორც კორიდაზე, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს“, — აღნიშნა ბურჯანაძემ.

მანამდე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა. ოფიციალური მოსკოვი თვლის, რომ ეს სწავლებები მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური რყევებისაკენ.

ამის პასუხად ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს სამხედრო პარტნიორები და ჩაატაროს სწავლებები თავის ტერიტორიაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სტაბილურობის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია.

რაც შეეხება ნატოს, საქართველო უკვე დიდი ხანია ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებას ელოდება. საქართველოს ხელისუფლება ნატოს ვარშავის სამიტზე, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიმართება, დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ მიანიშნა, რომ ამ სამიტზე სამოქმედო გეგმის მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს.

მთავარი თემები