პრეზიდენტი: დაიწყო კამპანია „საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო“

© Пресс-служба президентаმარგველაშვილი პარლამენტში
მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კამპანიები მიმდინარეობდა და ეს არა პოლიტიკა, არამედ პიარის გარკვეული ნაწილია.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ოთხშაბათს პარლამენტში დაიწყო კამპანია "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ხუთშაბათს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. 

როგორც პრეზიდენტმა გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" საუბრისას განაცხადა, მის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს კამპანიები სხვადასხვა ლოზუნგებით მიმდინარეობდა და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას და გარკვეული პიარის ნაწილია.

"კამპანია, რომელიც გუშინ დაიწყო, ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო, არ არის პირველი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. როდესაც მე გამოვაცხადე 2016 წელი ქალთა წლად, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ქალები ციხეში ისხდნენ. როდესაც ვსაუბრობდი სხვადასხვა საკითხზე, დაიყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია "ნაციონალებთან". მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება ან მათი მიზეზის განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, არც ვუღრმავდები ხოლმე ამ საკითხებს. სამწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს რაღაც პიარის ნაწილია, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ კრიტიკა არ ისმოდა. ძირითადი თემები, რაზეც მე ვისაუბრე, იქნა მიღებული და გაზიარებული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან თუ დავუკვირდებით ჩემს გამოსვლებს პარლამენტში, ჩემი გზავნილები პირველი გამოსვლიდან დღემდე უცვლელია", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
პარლამენტში გახმიანებულმა „დაუნმა“ პრეზიდენტი გააკვირვა, ხოლო საზოგადოება აღაშფოთა

შეგახსენებთ: ოთხშაბათს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატმა თოფაძემ ტრიბუნიდან გააკრიტიკა სახელმწიფოს მეთაური იმის გამო, რომ ის ცუდად არჩევს სიტყვებსა და გამონათქვამებს. კერძოდ, დეპუტატმა პრეზიდენტს იმის გამო უსაყვედურა, რომ მან ქართველი ხალხი დაუნის სინდრომით დაავადებულებს შეადარა. თუმცა სახელმწიფოს მეთაურს არასდროს წარმოუთქვამს ეს სიტყვა და ვერც ვერავინ სხვამ ვერ გაიხსენა მსგავსი შედარება პრეზიდენტის სხვა გამოსვლებიდანაც კი. მოგვიანებით დეპუტატმა თოფაძემ განმარტა, რომ მხედველობაში ჰქონდა 2001 წელს ჯურნალ „დრო მშვიდობა“-ში გამოქვეყნებული გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გია ვოლსკიმ გოგი თოფაძეს პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

სტატიაში, რომელსაც გოგი თოფაზე ახსენებს, განათლებით ფილოსოფოსი, იმ დროისათვის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი (GIPA), საქართველოს მომავალი პრეზიდენტი წერს, რომ ქართველმა  ერმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო რუსეთის იმპერიის და შემდგომში საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ, ხელახლა იწყო ფორმირება მეოცე საუკუნის ბოლოს. აქედან გამომდინარე მარგველაშვილი დიაგნოზს სვამს:  „დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება — აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა…“


ყველა ახალი ამბავი
0