ექვს დღეში შესწავლილი ურთულესი საოპერო პარტია და შეხვედრა ხანშიშესულ ქართველ ემიგრანტთან

© photo: courtesy of Bacho Otar Nakashidzeბაჩო ნაკაშიძე სცენაზე
ბაჩო ნაკაშიძე სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ოპერა ჩემი ცხოვრებაა, მე ოპერაში ვცხოვრობ, ოპერით ვსულდგმულობ და ჩემი ყველა გზა ოპერისკენ მიდის“ – ეს სიტყვები წარმატებულ მომღერალს ბაჩო ნაკაშიძეს ეკუთვნის.

მას სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე ორ ათეულამდე მთავარი პარტია აქვს შესრულებული, მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, იორდანიაში…

ჯერ ისევ მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა ქუთაისის ოპერისა და ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი გახდა და სპექტაკლებზე თბილისშიც იწვევდნენ. ამ ამბავში გასაკვირი ის არის, რომ ბავშვობაში ვერც წარმოიდგენდა, რომ კლასიკურ მუსიკას გაჰყვებოდა და საოპერო მომღერალი, თანაც ასეთი წარმატებული გახდებოდა.

© photo: courtesy of Bacho Otar Nakashidzeბაჩო ნაკაშიძე
ექვს დღეში შესწავლილი ურთულესი საოპერო პარტია და შეხვედრა ხანშიშესულ ქართველ ემიგრანტთან - Sputnik საქართველო
ბაჩო ნაკაშიძე

– ბატონო ბაჩო, 36 წლის ასაკში 20-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე ორ ათეულამდე მთავარი პარტია გაქვთ შესრულებული – არ არის ურიგო სტატისტიკა...

– ვფიქრობ, ეს ციფრები არ უნდა მაცდუნებდეს, გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს. ამიტომ არ ვცდუნდები, არ ვჩერდები და პერმანენტულად ვაგრძელებ შრომას. იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული გამარჯვება, რომ თუ მკითხავთ, მათგან ვერც ერთს ვერ გამოვარჩევდი. ყველა ჩემი საერთაშორისო წარმატება გამორჩეული და საამაყოა.

© photo: courtesy of Bacho Otar Nakashidzeნანი ბრეგვაძესთან ერთად
ექვს დღეში შესწავლილი ურთულესი საოპერო პარტია და შეხვედრა ხანშიშესულ ქართველ ემიგრანტთან - Sputnik საქართველო
ნანი ბრეგვაძესთან ერთად

– არადა, თავიდან, თურმე, ეკონომისტობა გსურდათ, რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?

– დიახ, მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ უცებ საოპერო სამყაროში აღმოვჩნდი. ეს დედაჩემის დაჟინებული თხოვნით მოხდა. დედის ინტუიციას ვენდე და ამისთვის დედის მადლობელი ვარ და ვიქნები. რომ არა მისი აქტიურობა, დღეს მომღერალი არ ვიქნებოდი.

© photo: courtesy of Bacho Otar Nakashidzeმაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან ერთად
ექვს დღეში შესწავლილი ურთულესი საოპერო პარტია და შეხვედრა ხანშიშესულ ქართველ ემიგრანტთან - Sputnik საქართველო
მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან ერთად

– ქუთაისის საოპერო დასში ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჩაირიცხეთ და პირველივე მოსმენა არა მხოლოდ სცენური თვალსაზრისით გამოდგა იღბლიანი...   

– დიახ, სტუდენტობის დროს გავხდი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ამასთანავე ბათუმის საოპერო დასის სოლისტიც. ეს კი სტუდენტისთვის თამამი განაცხადია. ამასთანავე თბილისის ოპერის თეატრის სპექტაკლშიც ვმონაწილეობდი. ქუთაისის ოპერამ მოაწყო მოსმენა, სადაც აკომპანირებას მიწევდა ჩემი მომავალი მეუღლე, შესანიშნავი პიანისტი მარინე ადამიშვილი. მაშინ არ ვიყავით შეუღლებული. მახსოვს, რომ მოსმენაზე შევასრულე ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსიდან” როდრიგოს სცენა და არია. ჩვენი პირველივე შემოქმედებითი ტანდემი წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდა... 

– ანუ ნიჭის გარდა იღბალიც გწყალობთ, ყველაზე მეტად საჭირო დროს და საჭირო ადგილზე როდის აღმოჩნდით?

– ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო სპექტაკლი, რომელიც იტალიის ქალაქ პიაჩენცაში შედგა. როცა იქ მოსმენაზე ჩავედი და კომისიას ძალიან მოვეწონე და მაშინვე შემომთავაზეს ჯუზეპე ვერდის გენიალური ოპერიდან „ტრუბადური” კონტე დი ლუნას როლი. ეს პარტია არ ვიცოდი, არადა, სპექტაკლი ერთ კვირაში მქონდა. დღესაც მიკვირს როგორ მოვახერხე და რა გავაკეთე ის, რომ ეს უზარმაზარი როლი და ურთულესი პარტია არარეალურ დროში – ექვს დღეში ვისწავლე! ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო წარმატება.

– საოპერო სამყაროში თქვენი მოხვედრა იმის დამსახურებაც ხომ არ არის, რომ წიგნი გიყვართ და მან სიღრმისეულ აზროვნებას დაგაჩვიათ?

– წიგნის კითხვა მართლა ძალიან მიყვარს. სიღრმისეული აზროვნება და შინაგანი ინტელექტიც გადამწყვეტი ფაქტორია საოპერო მომღერლისთვის. თანაც, როცა შინაგანი სამყარო ღრმაა, ვფიქრობ, ადამიანის ღირებულებასა და ხედვას ვეღარაფერი შეცვლის და დაემუქრება. რა თქმა უნდა, ასაკი და გამოცდილებაც, თავის მხრივ, საჭირო ცხოვრებისეულ და პროფესიულ ცოდნას გმატებს.

© photo: courtesy of Bacho Otar Nakashidzeსპექტაკლის შემდეგ
ექვს დღეში შესწავლილი ურთულესი საოპერო პარტია და შეხვედრა ხანშიშესულ ქართველ ემიგრანტთან - Sputnik საქართველო
სპექტაკლის შემდეგ

– ბევრ ქვეყანში ხართ ნამყოფი და რომელიმე საინტერესო შეხვედრა ხომ არ გახსენდებათ?

– იტალიაში ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ჩემთან ხანში შესული, ძალიან სიმპათიური მამაკაცი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 80-85 წლის იქნებოდა, საკმაოდ ენერგიულად გამოიყურებოდა. თურმე აფიშაზე წაუკითხავს ჩემი ქართული გვარ-სახელი და შეხვედრის  სურვილი გასჩენია. ის იტალიაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ლუკა ჯაფარიძე აღმოჩნდა. იმის შემდეგ კიდევ ბევრჯერ დაესწრო ჩემ კონცერტს. მან ქართული არ იცოდა, საქართველოში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, ისიც ბავშვობაში. სიყვარულით გაიხსენა ის დრო, როცა რაჭაში იყო ჩამოსული. აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველების მიმართ და ამაყობდა, რომ ქართული გვარი ჰქონდა შენარჩუნებული. ამის შემდეგ სადაც კი სპექტაკლი გვქონდა, იტალიის ყველა ქალაქში ჩამოდიოდა. ეს ამბავი დღემდე მახსოვს და სიხარულით მავსებს.

© photo: courtesy of Bacho Otar Nakashidzeბაჩო ნაკაშიძე
ექვს დღეში შესწავლილი ურთულესი საოპერო პარტია და შეხვედრა ხანშიშესულ ქართველ ემიგრანტთან - Sputnik საქართველო
ბაჩო ნაკაშიძე

– აღდგომა რა არის თქვენთვის?

– ადრე სტიქაროსანი და მგალობელი ვიყავი, ყველა მარხვას ვიცავდი და ვცდილობდი, რომ ეკლესიური ცხოვრებით მეცხოვრა. აღდგომა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული დღე და დღესასწაულთა შორის დღესასწაულია, ვულოცავ მას ყველა ქრისტიანს!..

 

ყველა ახალი ამბავი
0