17:59 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
40110

თუ დეპრესიაში ხართ, ეს ნიშნავს, რომ წარსულით ცხოვრობთ. თუ შეშფოთებული ხართ, ნიშნავს, რომ მომავლით ცხოვრობთ. თუ მშვიდობის განცდა გაქვთ - აწმყოთი ცხოვრობთ.

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსს, ლაო-ძის.

მისი ვინაობა დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი" ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ლაო-ძიმ კაცობრიობას „დაო დე ძინი" უანდერძა, რომელსაც კაცობრიობიბის მარადიული საგანძური უწოდეს. „დაო დე ძინმა" საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას — დაოსიზმს.

• არასდროს განსაჯო ადამიანი, სანამ გრძელ გზას მისი ფეხსაცმლით არ გაივლი

• ყურადღებით იყავით საკუთარ აზრებთან… ისინი მოქმედებების დასაწყისია

• გმართავთ ის, ვინც გაბრაზებთ

• ვინც იღებს, ხელისგულს ივსებს, ვინც გასცემს — გულს…

• სამყაროში არაფერია წყალზე სუსტი და ნაზი რამ, მაგრამ მას ყველაზე მყარი საგნის დანგრევა შეუძლია

• როცა კანონები და ბრძანებები მატულობს, მატულობს ქურდებისა და ყაჩაღების რაოდენობა

• ჭკვიანი ყოველდღე ავსებს თავის ცოდნას. ბრძენი ყოველდღე შლის ზედმეტს.

• ყველაფრის წინასწარმეტყველება შეიძლება, გარდა მომავლისა.

• სხვების მძლეველი — ძლიერია, საკუთარი თავის — უძლიერესი.

• იმაზე მეტი უბედურება არაფერია, ვიდრე არ დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს.

• ჭეშმარიტი სიტყვები არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვები არ არის ჭეშმარიტი.

• ვინც ლაპარაკობს, არ იცის, ვინც იცის — არ ლაპარაკობს.

• ვინც მოკვდა, მაგრამ დავიწყებული არ არის, ის უკვდავია.

• თუ დეპრესიაში ხართ, ეს ნიშნავს, რომ წარსულით ცხოვრობთ. თუ შეშფოთებული ხართ, ნიშნავს, რომ მომავლით ცხოვრობთ. თუ მშვიდობის განცდა გაქვთ — აწმყოთი ცხოვრობთ.

• ეძებეთ, და გაუშვებთ. ნუ ეძებთ და იპოვით. შეწყვიტეთ ძებნა და იყავით. უბრალოდ, იყავით და თქვენდა გასაოცრად — იპოვით!

• როდესაც გააცნობიერებთ, რომ საწუწუნო არაფერი გაქვთ, მთელი სამყარო თქვენი გახდება.

• იდეალურისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ იცხოვროთ!

• სჯობს, გარეგნულად რბილი იყოთ და შინაგანად ძლიერი, ვიდრე გარეგნულად ძლიერი და შინაგანად — რბილი.

• თიხისგან ქოთანი კეთდება, მაგრამ მხოლოდ მის შიგნით არსებული სიცარიელისთვის…

• ამღვრეულ წყალს თუ გააჩერებ, გამჭვირვალე გახდება.

• ვინც ფიქრობს, რომ ყველაფრის არსს ჩაწვდა, მან არაფერი იცის.

• ვინც არ იბრძვის, ის დაუმარცხებელია.

• სამყაროს შეცნობა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება. ისე, რომ ფანჯარაში არ გაიხედო, შეგიძლია არსებობის ჭეშმარიტი აზრი შეიცნო. სწავლა ყველგან და ყველასგან შეიძლება, თუ გწადია და შეგიძლია.

• ჭიანჭველა მოძრაობაში უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მთვლემარე მოზვერი.

 

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები