20:16 19 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7728
  • 100 RUB4.1220
  • USD3.2186
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
257161

ბედნიერებას თავადვე ქმნიან ისინი, ვისაც ჰყოფნის ძალა, ენერგია და სიყვარული.

„სიბრძნის სიმფონია“ გთავაზობთ ფრანგი მწერლის, ერვე ბაზენის (Hervé Bazin, 1911–1996. ნამდვილი სახელია  ჟან–პიერ ერვე–ბაზენი Jean-Pierre Hervé-Bazin)  გამონათქვამებს. ბაზენი იყო წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, გონკურის აკადემიის წევრი  და პრეზიდენტი. ლიტერატურული შემოქმედებისათვის მინიჭებული აქვს მონაკოს დიდი ლიტერატურული პრემია. 

მისი ნაწარმოებებია: ლექსების კრებული „განწყობილებანი“, რომანები: „ერთ ცეცხლს გაანელებს მეორე ცეცხლი“, „რეზოს ოჯახი“, „პატარა კვიცის სიკვდილი“, „აღდეგ და ვიდოდე“, „ვაჟიშვილის გულისთვის“,  „ცოლქმრული ცხოვრება“, ნოველების კრებულები: „ქორწინებათა ბიურო“, „ქუდი მოიხადეთ“ და სხვა.

ქალი მამაკაცს კისერზე მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოეკიდოს, როდესაც ამ კისერს ღირსეული თავი აბია.

ბედნიერებას არ ეძებენ, როგორც ოქროს ან მოგებას. მას თავადვე ქმნიან ისინი, ვისაც ჰყოფნის ძალა, ენერგია და სიყვარული.

თითოეულ ნიჟარას ჰგონია, რომ მასში მარგალიტია.

მაგრამ გახსოვდეთ საკუთარი თავი: თითოეული თავადაა საკუთარი თავის დოპინგი.

ქორწინება ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ჰგავს; ვინც შიგნითაა, იქიდან თავის დაღწევა უნდა, ხოლო ვინც გარეთაა — შიგნით შეჭრა

ნებისმიერი სევდა შიშით ელოდება თავის ბოლოს და საშინელების განცდით ფიქრობს იმ დღეზე, როდესაც ტკივილი უკვალოდ გაქრება. ასევე სიძულვილსაც ყველაზე მეტად საკუთარი თავისგან გათავისუფლების ეშინია და სულ თავისივე კუდსა კბენს…

ბედნიერება დიდებული რამაა! იყო უბედური – ძალზე იოლია, სულელური, ყველასთვის ხელმისაწვდომი! გინდოდეს, უბედური იყო ან, უბრალოდ, მიიღო უბედურება – ეს ნიშნავს, რომ არაფერი გინდა.

ცილისწამება – უძლურების უკანასკნელი თავშესაფარია.

არის დღეები, როცა აცნობიერებ, რომ მიჯაჭვულობა ნარკოტიკს ჰგავს: მას ტყვეობაში ჰყავხარ, ის ძვირი გიჯდება, არასდროს გაკმაყოფილებს ბოლომდე, და მაინც, როცა ის ქრება, იტანჯები.

შინაგან მარტოობას, შესაძლოა, ძალიან ესაჭიროებოდეს გარეგანი მარტოობაც.

უფრო და უფრო ნაკლები გექნება ის, რასაც უფრო და უფრო მეტს დაეუფლები.

მას, რასაც დასასრული არა აქვს, არც ფასეულია.

ის, ვინც არაფერს ითხოვს, ხანდახან მეტს იღებს.

იგებს ის, ვინც ყველაფერს კარგავს.

იქ, სადაც ვალდებულება იბადება, არჩევანი კვდება.

მიწა, ქალის მსგავსად, ეკუთვნის არა იმას, ვინც მას თავისად მიიჩნევს, არამედ იმას, ვინც მას დაეუფლება.

განქორწინება ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს – ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ – აუცილებელი.

ქალის პირველი ბავშვი მამაკაცია, რომელიც უყვარს.

ირონია ასატანია მხოლოდ მცირე დოზით, როგორც წიწაკა.


თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები