ნანა დაუშვილის სიმღერების ისტორია და შვედეთიდან ნათქვამი ქართული სიმართლე

© Courtesy of Nana Daushviliნანა დაუშვილი
ნანა დაუშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით, თუკი სიმღერას სხვადასხვა თაობის მსმენელი და მომღერალი ერთნაირად იღებს და ითავისებს- ეს ამ სიმღერის გამარჯვებაა. კომპოზიტორ ნანა დაუშვილის შემთხვევაში მის ბევრ სიმღერას ერგო ასეთი ბედი.

 დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ მუსიკის ნიჭი ჯერ კიდევ მაშინ გამოამჟღავნა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა. მელოდიების შექმნა კი ნოტების შესწავლამდე დაიწყო. მის აღსაზრდელებს შორის არიან: ნოდიკო ტატიშვილი, ნინი შერმადინი, გიორგი ჩიქოვანი, ოთო ღურწკაია, თიკა მოსემღვდლიშვილი და ბევრი სხვა წარმატებული მომღერალი. თანამშრომლობს სტუდიებთან " სანოს", "ბრავო" მისი სიმღერების უმრავლესობის არანჟირება ზურაბ მახნიაშვილს, ბორიკო შხიანს, პაატა ფაცურიას, დათო ფორჩხიძე, იარაკლი მენთეშაშვილს ეკუთვნის. დღეს ბედნიერია, რომ მისი სიმღერები ხალხმა აიტაცა და ისინი არა ერთ დიდ სცენაზე გაჟღერდა. გაეცანით ნანა დაუშვილის "მუსიკალურ ამბებს".

© Courtesy of Nana Daushviliნანა დაუშვილი
ნანა დაუშვილი - Sputnik საქართველო
ნანა დაუშვილი

- ქალბატონო ნანა, რა იყო თქვენი მუსიკალური კარიერის დასაწყისში?

— დავიბადე თბილიში მუსიკალურ ოჯახში მღეროდა ყველა: მშობლები და დები, რომლებმაც ჩემში გააღვივეს მუსიკისადმი ინტერესი. მუსიკის სიყვარული და განსაკუთრებული ნიჭი გამოვამჟღავნე, ეს იყო ღვთის წყალობა, რადგან წლისაც არ ვიყავი როცა ავმღერდი და სხვადასხვა მელოდიებს ზუსტად ვმღეროდი. ჩემი ახლობლები იხსენებენ, როდესაც ლაპარაკი დავიწყე, ერთხელ თურმე მივუახლოვდი ფორტეპიანოს და ჯერ ცალი თითით რევაზ ლაღიძის "თბილისო" დამიკრავს. ხოლო მალე მეორე ხელითაც მივუსადაგე. შემდგომში შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, სადაც განსაკუთრებული მონაცემების გამო ეგრევე მეორე კლასში ჩამრიცხეს. მოგვიანებით ჩავირიცხე მუსიკალურ სასწავლებელში თეორიულ საკომპოზიციო ფაკულტეტზე, შემდეგ ხელოვნების ფაკულტეტსა და საფორტეპიანო განყოფილებაზე, ვმეცადინეობდი კომპოზიტორ ალექსანდერე შავერზაშვილთან, ვქმნიდი კლასიკური ჟანრის ქმნილებებს პარალელურად სწავლის პერიოდში კი ჩემს მეგობრებთან ერთად სხვადასხვა მიმდინარეობის სიმღერებს ვმღეროდი.

- თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა გახდით საქართველოს ფილარმონიიის სოლისტი, ვისთან მოგიწიათ ურთიერთობა?

— დიახ, ჯერ კიდევ პატარა გოგონას ბატონ დორიან კიტიამ და ბატონ ალექსანდრე ბასიალაიამ დამაკისრეს საპასუხისმგებლო მოვალეობა, მაშინ დაარსდა ახალგაზრდა მომღერლების კონკურსი, სადაც შესარჩევ ეტაპს მე ვხელმძღვანელობდი. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება. პარალელურად ვმღეროდით ტრიოში, სადაც ჩემთან ერთად ბავშვობიდან ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული ინგა ბერაძე მღეროდა. ასევე მუსიკოსი, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ნანა ცხვარაძე. ჩვენ დღემდე ერთად ვართ. საკონცერტოში კარგი პირობები შეგვიქმნეს, სარეპეტიციო ოთახი დაგვითმეს. ჩვენს გვერდით რეპეტიციებს ატარებდა: ანსამბლები "ივერია", "75" და მთელი რიგი კოლექტივები. დღეში გვქონდა სამი ხან ოთხი კონცერტი, ასევე სამთავრობო და გასვლითი კონცერტები. მაშინდელი ხემძღვანელობის მადლიერი ვარ, რადგან საუკეთესო წლები მაჩუქეს.

© Courtesy of Nana Daushviliნანა დაუშვილი მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად
ნანა დაუშვილი მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნანა დაუშვილი მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად

- ქალბატონო ნანა, იმ პერიოდს უკავშირდება თქვენი სიმღერები, რომელსაც ასრულებდნენ ეს ანსამბლები და იმ დროისთვის პოპულარული მომღერლები…

— დიახ, იმ დროის ჩემი სიმღერები მართლა პოპულარული გახდა, ისინი შეასრულეს მომღერლებმა: თემურ წიკლაური, ბესიკ კალანდაძე, მოგვიანებით თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, შემდეგ მერაბ სეფაშვილი, მარიკა ქაცარავა, დუეტი "ჯორჯია", ნოდიკო ტატიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნინი შერმადინი, ფიქრია მამფორია- მომღერალი მოსკოვიდან, რომელმაც ცნობილი სიმღერა "მაფშალია" შეასრულა და სხვები. სხვათაშორის შემდგომში ჩემს სიმღერაზე "მაფშალია" ცნობილი სარეკლამო კლიპი შეიქმნა ანაკლიაზე. პარალელურად დავიწყე მოღვაწეობა შოთა მილორავას სახელობის სასწავლებლის საესტრადო განყოფილებაზე პედაგოგად, ეს იყო ძალიან ლამაზი პერიოდი ჩემს ბიოგრაფიაში. ასევ საინტერესო უკვე სხვა კუთხით, ვასწავლიდი ვოკალს, პარალელურად ვწერდი ნაწაროებებს და დავდიოდი საგასტროლო ტურნეებში. ეს პერიოდიც ძალზე ნაყოფიერი იყო. შემდეგ პედაგოგიურმა მოღვაწეობამ გამიტაცა. იმ დროს ნიჭიერმა ადამიანმა, რობერტ ბარძიმაშვილმა დააარსა სტუდია "ლახტი", რომელიც ცნობილი იყო და სადაც ბევრი გამორჩეული ახალგაზრდა აღზარდა. მან პედაგოგად მიმიწვია. სიამოვნებით ვმუშაობდი პატარებთან, პარალელურად კი სტუდენტებთან.

უჩა კორძაია - Sputnik საქართველო
რატომ ჩაანაცვლა უჩა კორძაიამ ფლეიტა საქსოფონს და რას თხოვდა მას მიქაელ ტარივერდიევი

- თქვენი სიმღერების ძირითადი ნაწილი თბილისის და სიყვარულის თემატიკას ეძღვნება…

— დიახ, ძირითადად ასეა. მის გარდა მაქვს სიმღერები, რომლებიც ყველასთვის უსაყვარლესი კომპოზიტორისა და მომღერლის, ინოლა გურგულიას ხსოვნას ეძღვნება. ასევე მივუძღვენი სიმღერა "დედას", რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მოწიწება და სიყვარული მისდამი გამოვახატე სიმღერით, რომელიც ზაზა მამალაძემ და ვახო მამალაძემ შეასრულეს, მანამდე კი-ნეკა სებისკვერაძემ. მინდა გამოვყო ჩემი სიმღერა სამშობლოზე "იყოს მაღალი შენი კანდელი", რომელიც თემურ წიკლაურმა და ანსამბლმა "ივერიამ" შეასრულეს. ამ სიმღერის ლექსი ეკუთვნის ანა კალანდაძეს და სიხარულით ცას ვეწიე, როდესაც მან, "ივერიის" კონცერტის შემდეგ მომძებნა და მიმიწვია თავის ოჯახში, სადაც საკუთარი ლექსების კრებული მაჩუქა. პოპულარული გახდა სიმღერა: "არ გეტყოდი არა", რომელიც ჩემთვის უსაყვარლესმა მომღერალმა, ბესიკ კალანდაძემ და ანსაბლებმა: "75"-და "ივერია" შეასრულა. ეს პერიოდი ყველაზე ლამაზად მახსენდება. განსაკუთრებით შეიყვარა მაყურებელმა სიმღერა "გამოგონილი განთიადები", რომლის ლექსი ნიჭიერ ქალბატონს, ტერეზა ჯოჯუას ეკუთვნის.

- რომელ თქვენ სიმღერასთანაა დაკავშირებული საინტერესო ისტორია ან ამბავი?

— საინტერესო იყო ამაბავი იმაზე, თუ როგორ დაიწერა ყველა თაობისთავის საყვარელი სიმღერა "დაგელოდები". მისი ტექსტი სულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სულხან-საბას ინსტიტუტში რეპეტიციაზე ყოფნისას. ბიბლიოთეკაში ვათვალიერებდი ჟურნალ-გაზეთებს და უცებ წავაწყდი ლექსს, რომელიც ეგრევე ამეკვიატა და იქედან წამოსული გზაში ჩემთვის მელოდიას ვღიღინებდი. მახსოვს გვერდით მეგობრები მყავდა, მაგრამ არავის ვესაუბრებოდი. ბოლოს ეს სიმღერა ტრანსპორტშივე დავასრულე. ბედნიერი ვარ, რომ სიმღერა ჯერ მაშინ ახალგაზრდა უნიჭიერესმა მომღერლებმა, თემურ თათარაშვილმა და მაია ჯაბუამ იმღერეს და შემდგომში კი იგი მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა ახლებურად გააცოცხლეს.

- ქალბატონო ნანა, ვიცი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ პოეტ ზურაბ გოშაძესთან, რომლის ლექსებზეც ბევრი სიმღერა დაწერეთ…

— მართალს ბრძანებთ… უნიჭიერეს პოეტთან, ზურაბ გოშაძესთან ნაყოფიერი შემოქმედებითი კავშირი მაქვს. მის ლექსზე დაწერილი სიმღერა "ჭიამაია" ჩემმა სათაყვანებელმა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა და მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა ულამაზესმა და ნიჭიერმა გოგონამ, ჩემმა მოსწავლემ მარიკა ქაცარავამ შეასრულეს. გამორჩეულად მიყვარს ზურა გოშაძის ლექსზე დაწერილი სიმღერა "თბილისზე", რომელიც მერაბ სეფაშვილმა შეასრულა. მოგვიანებით კი ასევე ზურას ლექსზე შექმნილი "სიმღერებით შემოვივლი თბილისს" იმღერა ტრიო "თბილისმა", რომლისთვისაც სავიზიტო ბარათი გახდა.

- ხომ არ გახსენდებათ შემთხვევა, როცა თქვენი სიმღერა რომელიმე მომღერლის შესრულებით არ მოგწონებიათ?

— თქვენს კითხვაზე ერთი ამბავი გამახსენდა: იმ პერიოდში ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის მიერ დაარსებულ კონკურსზე "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" ახალგაზრდების მოსმენა და შერჩევა მევალებოდა. ერთხელაც მოხდა ასეთი კურიოზი: ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა, რომელმაც არ იცოდა, რომ მე ვიყავი სიმღერის "არ გეტყოდი არა" ავტორი ვიყავი, რომელსაც ბესიკ კალანდაძე ასრულებდა და პოპულარული იყო. მან ეს სიმღერა დამახინჯებულად, არასწორად იმღერა და რათქმაუნდა შევუსწორე, უცნობმა იწყინა და აქეთ შემომიტია: მასე არ არის, თქვენ რა იცით, როგორ უნდა ვიმღერო ის, ჯერ ახალგაზრდა ხართო. მე და ირგვლივ მყოფებს ამაზე გაგვეცინა. ამის მერე ისევ შევუსწორე და ბოლოს გამარჯვებული სახით მითხრა: თქვენ არც კი იცნობთ ვინ დაწერა ეს სიმღერა და როგორ შეგიძლიათ, რომ შემისწოროთო. ბოლოს აუხსნეს, რომ სიმღერის ავტორი მე ვარ. უნდა გენახათ როგორ შერცხვა, ჩვენგან სულ ბოდიშებით წავიდა…

- თქვენი სიმღერა "ევროვიზიის" კონკურსზეც მოხვდა და შვედეთში იყავით მიწვეული…

— შვედეთში ნოდიკო ტატიშვილს და სოფო გელოვანს ორ შესანიშნავ მომღერალს როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი ისე ვახლდი. იქ ყოფნისას როდესაც შეიტყვეს, რომ სიმღერის ავტორი ვიყავი საელჩოში ჩემს მიმართ უდიდესი სიყვარული გამოხატეს. სიმღერა ჩვენთვის ძალზე მტკივნეულ თემაზეა. ესაა მოწოდება ყველა ქართველისადმი, რომ საქართველოში დაბრუნდნენ და სამშობლო არ მიატოვონ…

 

ყველა ახალი ამბავი
0