04:45 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
19850

"სიბრძნის სიმფონია" დღეს რენე დეკარტის – ფრანგი ფილოსოფოსის, მათემატიკოსისა და ფიზიკოსის მოსაზრებებს გთავაზობთ.

XVII საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე რენე დეკარტი ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი იყო. მისმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა სპინოზას, კანტის, ლებნიცის, ლოკისა და სხვა, XVII-XVIII საუკუნეების გამოჩენილ მოაზროვნეებზე.

"სიბრძნის სიმფონია" დღეს რენე დეკარტის მოსაზრებებს გთავაზობთ.

• ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.

• კარგი წიგნების წაკითხვა — ესაა საუბარი წარსული დროის ყველაზე გამოჩენილ ადამიანებთან და თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი მხოლოდ საკუთარ საუკეთესო აზრებს გვამცნობენ.

• გონების სრულყოფისთვის უფრო მეტი ფიქრია საჭირო, ვიდრე დაზეპირება.

• კარგი ჭკუის ქონა საკმარისი არაა, მთავარია მისი კარგად გამოყენება.

• ჯერ კიდევ სკოლაში ავითვისე, რომ არ შეიძლება მოიფიქრო ისეთი ორიგინალური და დაუჯერებელი რამ, რაც რომელიმე ფილოსოფოსს უკვე გამოთქმული არ ჰქონდეს.

• ჯანსაღი აზრი ერთადერთი რამაა, რომელიც მთელ მსოფლიოში თანაბრად არის გადანაწილებული — არავის სურს ის იმაზე მეტი, ვიდრე აქვს.

• ადამიანები თავიანთი ნახევარი უსიამოვნებებისგან გათავისუფლდებოდნენ, სიტყვების მნიშვნელობაზე რომ შეთანხმებულიყვნენ.

მხოლოდ ფილოსოფია გვანსხვავებს ველურებისა და ბარბაროსებისგან, და ხალხი მით უფრო მოქალაქეობრივი და განათლებულია, რაც უფრო მეტად ფილოსოფოსობს; ამიტომ სახელმწიფოსთვის იმაზე მეტი კეთილდღეობა, ვიდრე ჭეშმარიტი ფილოსოფოსების ყოლაა, არ არსებობს. 

სასოწარკვეთა – ესაა უიმედო შიში.

სხვების პატივისცემა საკუთარი თავის პატივისცემის საბაბს იძლევა.

განმარტოების ძებნა დიდ ქალაქებშია საჭირო.

 

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები