23:07 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
1777100

„სიბრძნის სიმფონია“ წარმოგიდგენთ სტივენ კინგის რჩევებს, რომლებიც ძნელბედობის ჟამს დაგეხმარებათ. კინგი – ცოცხალი ლეგენდა, „საშინელებების“ მეფე, მისტიკის ოსტატი და ვირტუოზი მწერალი; ადამიანი, რომელმაც სძლია დამღუპველ ჩვევებს და ფსკერიდან ამოსვლა შეძლო.

სწორედ მან, რომელმაც ადამიანის სულის ყველაზე ბნელი კუთხე-კუნჭული გამოიკვლია, იცის, როგორ უნდა დაუბრუნდეს ადამიანი სინათლეს. და თუ ცხოვრება ზურგს გაქცევთ, წაიკითხეთ გამოუსწორებელი ოპტიმისტის სტივენ კინგის რჩევები და გაითვალისწინეთ; გვერწმუნეთ, თუ კარგად გაიაზრებთ ამ რჩევებს, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევაში.

•    ცხოვრების ერთადერთი საშუალება — ეს ცხოვრებაა; საკუთარი თავისთვის თქმა: „შემიძლია ამის გაკეთება“ თუნდაც იცოდეთ, რომ ამას ვერ შეძლებთ.

•    თუ დღეს არავის სიყვარული არ შეგიძლია, შეეცადე არავის აწყენინო მაინც.

•    დედამიწა ბრუნავს. შეიძლება მასთან ერთად იბრუნოთ, თუმცა შეიძლება რამეს ჩაეჭიდოთ და პროტესტი განაცხადოთ, მაგრამ ფეხები მოგეკვეთებათ.

•    გინდათ ეს თუ არა, დრო ყველაფერს კურნავს. დრო ყველაფერს კურნავს, ყველაფერს გართმევს და ბოლოს მხოლოდ სიბნელეს გიტოვებს. ხანდახან ამ სიბნელეში სხვებს ვხვდებით, ხოლო ხანდახან იქ მათ ისევ ვკარგავთ.

•    თუ მარტო ხარ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხარ.

•    თითოეულს აქვს რაღაც ნიჩბის მაგვარი, რომლითაც სტრესებისა და უსიამოვნებების დროს საკუთარ თავში, აზრებსა და გრძნობებში „თხრას“ იწყებს. მოიშორეთ ის. გადააგდეთ. სხვაგვარად ამოთხრილი ორმო ქვეცნობიერამდე ჩააღწევს და მაშინ ღამით იქიდან მკვდრები ამოძვრებიან.

•    ადამიანები ფიქრობენ, რომ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ, შემდეგ კი, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, უეცრად აღმოაჩენენ, რომ ძალიან კარგად შეუძლიათ.

 

•    წარსულს უმოწყალოდ და მშვიდად უნდა შეხედოთ. იმ დარტყმებს, რომლებიც გვკლავს, მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომელსაც გავუძელით და ვცოცხლობთ.

ამერიკულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის სტივენ კინგს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული
ამერიკულ ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის სტივენ კინგს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული

•    ერთადერთი საშუალება სულელთან ისაუბრო – მისი იგნორირებაა.

•    ჩემი აზრით, ღმერთის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა მოქმედება აიძულოს მათ, ვინც ამბობს — არასდროს.

•    თავისუფლებას მაშინ ვპოულობთ, როდესაც ყველაფერს ვკარგავთ.

•    ყველაზე ლამაზი სიტყვა ნებისმერ ენაზე — ესაა „გპატიობ“.

•    ლოცვისას ფრთხილად იყავი — შეიძლება მიიღო ის, რაზეც ლოცულობ.

•    ყველაფერი, რასაც 30 წლის შემდეგ თქვენი გაცინება შეუძლია, დროის უქმად კარგვა არ არის. ჩემი აზრი, ეს რაღაც ძალზე ახლობელი და უკვდავია.

•    ნებისმიერი არჩევანი ერთ მარტივ კითხვასთან მიდის: ყოფნა თუ არყოფნა, ცხოვრება თუ არსებობა.

•    თუ შენს მრისხანებას არ გააკონტროლებ, მრისხანება გაგაკონტროლებს.

•    როდესაც ადამიანი წყვეტს შეცვლას, ის წყვეტს გრძნობას, სიყვარულს, ის კვდება.

•    ვცხოვრობთ იმისთვის, რომ ყოველ ახალ დღეს ვიბრძოლოთ.

•    თუ მარტოობაში ცუდად ხარ, არც სხვა იქნება კარგად შენთან ერთად.

•    გააუმჯობესო სამყარო — მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უნიტაზამდე დამოუკიდებლად მიხვიდე.

•    იღბალი სულელებისთვისაა. მხოლოდ ესაა, რის იმედზეც მათ შეუძლიათ ყოფნა. საცოდავები.

•    გახსოვდეს, რომ იმედი კარგი რამაა, შეიძლება ყველაზე საუკეთესოც. ის არ კვდება.

•    არის ცრემლი, რომელიც აუცილებლად უნდა დაღვარო, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, იტირო ისე, რომ შიგნით ყველაფერი გადაიწვას.

•    შესაძლოა, არიან ფერიებიც, ელფებიც, მაგრამ გახსოვდეს: ღმერთი ეხმარება იმას, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

•    განწირული ვართ იმისთვის, რომ ყოველთვის ვიფიქროთ — შეგვეძლო უკეთ გაგვეკეთებინა, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერს ვაღწევთ, რაც გვსურდა.

•    როდესაც ყველაფერში მარცხია, დანებდი და წადი ბიბლიოთეკაში.

•    უკეთესის იმედი გქონდეს და ელოდე სისაძაგლეს.

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები