ის, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება

CC BY 2.0 / Sharada Prasad CS / Renewable Prayersგადაწყვეტილების მისაღებად საკითხს სხვადასხვა კუთხით უნდა შევხედოთ
გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს სხვადასხვა კუთხით უნდა შევხედოთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკარტის კვადრატის არსი ისაა, რომ პრობლემა/სიტუაცია უნდა განიხილოთ მხოლოდ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით.

ძალზე სასარგებლო და მარტივი ტექნიკა გადაწყვეტილების მისაღებად – დეკარტის კვადრატი. მისი არსი ისაა, რომ პრობლემა/სიტუაცია უნდა განიხილოთ მხოლოდ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით.

რენე დეკარტი – ფრანგი ფილოსოფოსი, რომელიც ასევე იყო მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მექანიკოსი, ფიზიოლოგი. დეკარტის კვადრატი – ეს, უბრალოდ, მარტივი და გენიალური ტექნიკაა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

გულწრფელად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

დეკარტის კვადრატი
დეკარტის კვადრატი - Sputnik საქართველო
დეკარტის კვადრატი

1. რა იქნება, ეს თუ მოხდება? (რას მივიღებ, ამას რა პლუსები მოჰყვება)

2. რა იქნება, ეს თუ არ მოხდება? (ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო, ამას რა პლუსები მოჰყვება)

3. რა არ იქნება, თუ ეს მოხდება? (სასურველის მიღებას რა მინუსები მოჰყვება)

4. რა არ იქნება, თუ ეს არ მოხდება? (სასურველის მიუღებლობას რა მინუსები მოჰყვება)

ამ ბოლო კითხვასთან დაკავშირებით ყურადღებით იყავით, რადგან ტვინი ორმაგი უარყოფის იგნორირებას მოისურვებს და პასუხი, შესაძლოა, ძალიან ჰგავდეს პირველ კითხვაზე პასუხს.
რატომ მუშაობს ეს ტექნიკა? საქმე ისაა, რომ ისეთ ვითარებაში, რომელიც გადაწყვეტილებას მოითხოვს, ხშირად ერთ პოზიციაზე ვამახვილებთ ყურადღებას: რა იქნება, ეს თუ მოხდება? დეკარტის კვადრატის დახმარებით ერთსა და იმავე ვითარებას ოთხი მხრიდან განვიხილავთ. ეს გააზრებული და აწონ–დაწონილი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

© FL/ Eric Fischerარჩევანი
არჩევანი - Sputnik საქართველო
არჩევანი

უფრო კარგი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ ქაღალდის ფურცელი (ან ფურცლები) და კალამი. შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენებაც, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია. ასევე ბევრად უშედეგოა პასუხებზე კითხვების გაცემა მხოლოდ გონებაში. ქაღალდზე პასუხები გაცილებით თვალნათვლივ ჩანს და გადაწყვეტილების მიღებაც უფრო გაგვიიოლდება.

ყველა ახალი ამბავი
0