16:15 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (879)
64 0 0

ევროკავშირი რუსული კოვიდ-ვაქცინის დარეგისტრირებას არ ჩქარობს, რის გამოც თავად ნახულობს უზარმაზარ ფინანსურ ზარალს

ნატალია დემბინსკაია

ევროკავშირი ცდილობს, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ტურისტებისთვის. თუმცა რუსული ვაქცინის დარეგისტრირებას მაინც არ ჩქარობს, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შარშანდელის მსგავსად წელსაც ათობით მილიარდს დაკარგავს, რომელიც რუსებს შეეძლოთ დაეხარჯათ. სანამ ოტელიერები და რესტორატორები მოსალოდნელ ზარალს ითვლიან, ევროპელი რეგულატორები შიშობენ, რომ მოსკოვი გეოპოლიტიკურ გავლენას გააძლიერებს. გერმანიაში პოლიტიკის დავიწყება და ბიუროკრატიული ფორმალობებისთვის ბოლოს მოღება სურთ — ვაქცინა „სპუტნიკ V−ს“ ისინი უკვე ზაფხულში ელოდებიან.

დროს წელავენ

მიუხედავად იმისა, რომ „სპუტნიკ V“ ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოს 46 ქვეყანაში, მათ შორის მხოლოდ ორი ევროპული სახელმწიფოა: უნგრეთი და სლოვაკეთი . ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) რუსული ვაქცინის სარეგისტრაციო დოსიეს თანმიმდევრული ექსპერტიზის პროცედურა 4 მარტს დაიწყო, თუმცა საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა.

მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ დროს შეგნებულად წელავენ. როგორც საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინი აცხადებს, EMA−ამ ამის თაობაზე „სიგნალები ევროკავშირის მაღალი კაბინეტებიდან“ მიიღო.

მარტში სააგენტო Reuters−ი წერდა, რომ ევროკავშირი რუსულ პრეპარატს ეწინააღმდეგება როგორც „უხერხული რეჟიმის პროპაგანდისტულ სვლას“. თუმცა დაუპატენტებელი ვაქცინების შეძენა აკრძალული არ არის.

დასავლელი ექსპერტები ჯერ კიდევ თებერვალში ალაპარაკდნენ მოსკოვისა და პეკინის „სავაქცინო დიპლომატიაზე“.  რუსეთი და ჩინეთი თავიანთი პრეპარატების წარმოება−გაყიდვაზე მთელ მოსფლიოში დებენ კონტრაქტებს გეოპოლიტიკური გავლენის გასაფართოვებლადო, მიაჩნიათ ევროკავშირში.

თუმცა, როგორც Reuters−ი ირწმუნებოდა დიპლომატიურ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ევროპელები  ცოტ−ცოტა უკვე განიხილავენ  „სპუტნიკ V−ს ექსპანსიას". 450 მილიონ კაცს ხომ ვაქცინირება ესაჭიროება, საკუთარი სიმძლავრეები კი აშკარად არ არის საკმარისი.

ზარალი დაითვალეს

ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინირებული ტურისტებისთვის იხსნება, მაგრამ მათ შორის რუსი ტურისტები — ტრადიციულად, ერთ−ერთი ყველაზე მხარჯველები — მათ შროს არ არიან. ევროპული ბაზარი ამით აშკარად არ არის აღფრთოვანებული.

გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) დათვლით,  2014 წელს, ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე, რუსები საზღვარგარეთ 50 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავდნენ წელიწადში და ამ პარამეტრით პირველ ხუთეულში შედიოდნენ.

კიდევ ერთი პანდემიამდელი კვლევის თანახმად, რომელიც Visa Global Travel Intentions−მა ჩაატარა, რუსი მოგზაურები საშუალოდ 1676 დოლარს ხარჯავენ უცხოეთში დასვენებაზე, ევროპელები კი 1174 დოლარს. პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ორი წლის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 36%-ით უნდა გაზრდილიყო — 2443 დოლარამდე. ამასთან რუსი ტურისტები 5%-ით მეტს დახარჯავდნენ, საუდელი მოგზაურები — 10%-ით ნაკლებს, ხოლო ევროპელები კი ბიუჯეტს ერთი მეხუთედით შეამცირებდნენ.

მაგრამ 2020 წელს ბაზარმა ეს თანხები ვერ იხილა, ყველაფერი პანდემიამ ჩაყლაპა. მსოფლიო ტურიზმის შარშანდელი დანაკარგები რეკორდულია ისტორიის განმავლობაში. UNWTO−ს განცხადებით, შემოსავლები 1,3 ტრილიონი დოლარით დაეცა, რაც 11−ჯერ მეტია 2009 წლის კრიზისზე.  კერძოდ, ტურნაკადი ევროპაში 70%-ით შემცირდა. გამოდის, რომ მოგზაურობის რაოდენობათა დაცემა აბსოლუტურ გამოხატულებაში 500 მილიონია.

დაივიწყეთ პოლიტიკა

გასაკვირი არ არის, რომ დარგი ხელიდან გაშვებულის ანაზღაურებას ცდილობს. როგორც ევროპის კავშირის აღამსრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ტურიზმის უპრეცედენტო დანაკარგების  კომპენსირება შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომაც ნებისმიერ ქვეყნიდან დართეს მოქალაქეებს შესვლის უფლება, თუ ისინი ჯანმოსა და EMA−ს მიერ აღიარებული ვაქცინებით იქნებიან აცრილები. ჯერჯერობით ამ სიაშია არიან: Pfizer−ი, Moderna, Johnson & Johnson−ი და AstraZeneca. ჩინური Sinovac−ი რიგშია.

საკითხი, გამართლებულია თუ არა რუსეთის მოსახლეობისა და ევროპის ტურისტული ინდუსტრიის იმედები „სპუტნიკ V−ს“ წვდომაზე, ღიად რჩება. როგორც ჩანს, ევროპის ოყტელებსა და რესტორნებს წელსაც მხაჯველი რუსი ტურისტების გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა.

რაც ყველაზე საოცარია, ევროკავშირი მზადაა შეიძინოს საიმედო და უსაფრთხო ვაქცინა, მაგრამ ბრიუსელი ამის უფლებას არ აძლევს. ამის ნათელი მაგალითი გერმანიაა. ბავარიის პრემიერმა ჯერ კიდევ აპრილში მოაწერა ხელი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან  მემორანდუმს „სპუტნიკ V−ს“ შესყიდვებზე. პირველი პარტიის მიღებას უკვე ივლისში ელოდებოდნენ, ახლა კი მინიმუმ შემოდგომამდე მოუწევთ ლოდინი. ბავარიის პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ხელისუფლებას, რაც შეიძლება მალე დაამტკიცონ პრეპარატი და აღარ გაჭიმონ პროცედურა პოლიტიკური მიზეზებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (879)

მთავარი თემები