11:20 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (887)
28 0 0

რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების ესკალაციაში განსაკუთრებულ მოწადინებას ამ დროისათვის აღმოსავლეთ ევროპა იჩენს და შეჩერებას არ აპირებს.

ირინა ალქსნისი

ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა რუს დიპლომატებს აძევებენ; მათ კვალდაკვალ პოლონეთმა ვიშეგრადის ჯგუფის ონლაინ−თათბირი მოიწვია „რუსულ საკითხზე“ სამსჯელოდ, რა დროსაც წევრი ქვეყნების პრემიერებმა დეკლარაცია მიიღეს ჩეხეთის მხარდასაჭერად; რუმინეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე; იტალია მოსკოვის საპასუხო ნაბიჯებმა გაანაწყენა თავისი დიპლომატის გამოძევებაზე; დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სასანქციო სია 14 კაცით გაზარდა... და ეს ყველაფერი არ არის.

თუმცა არც რუსეთი რჩება ვალში. უკიდურესად „შხამიანი“ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ვლავროვმა გააკეთა, რომელმაც ჩეხეთი საერტაშორისო შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშულა. კერძოდ, საუბარია იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე — პრაღა ძალიან „არეულ, ემოციურ და არც ისე ძალიან შერაცხად“ განცხადებებს აკეთებს ვრბეტიცეს იარაღის საწყობებთან დაკავშირებით, სადაც 2014 წელს აფეთქებები მოხდა.

ისევ სპეცაგენტები?..

მომხდარი ორმაგ გრძნობებს იწვევს. ერთი მხრივ, შეუძლებელია არ აღინიშნოს რუსეთის ხელისუფლების პოზიციების გამკაცრება 2010−იანების შუა წლებთან შედარებით. მაშინ ძალიან ბევრს აღიზიანებდა მოსკოვის ხაზგასმით დამამშვიდებელი რიტორიკა სერიიდან „ბიჭებო, მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად“, რომელშიც ბევრმა დათმობებისთვისა და უბრალოდ მარცხიანობისთვის მზადყოფნის დანახვა მოახერხა. ასე რომ, მიმდინარე მოვლენებში მოსკოვის საჯარო სიმკვეთრე საკმაოდ დიდ საზოგადოებრივ მხარდაჭერას იწვევს.

მეორე მხრივ, თავად რუსეთში საკმაოდ ბევრ უკმაყოფილო მოქალაქეს არასაკმარისად მიაჩნია  კრემლის ამჟამინდელი სიხისტე — უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლეთი აბსურდისა და რუსოფობიის იმდენად მაღალ დონეს ავლენს, რომ ნებისმიერი დიალოგი უსარგებლო და არასაჭირო ჩანს. შექმნილ ვითარებაში მათ ყველაზე უფრო სწორად დასავლეთთან ნებისმიერ ურთიერთქმედებასა და დიალოგზე უარის თქმა მიაჩნიათ — დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდეც კი, სანამ მეორე მხარე გონიერებასა და შერაცხა დობას არ დაიბრუნებს.

ასეთი პოზიცია სრულიად გასაგებია. რაზე და რატომ უნდა ელაპარაკო იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არაკებს ავრცელებენ ორი „შეუცვლელი სპეცაგენტის, პეტროვისა და ბოშიროვის“ შესახებ (რომლებიც სკრიპალებსაც წამლავენ ინგლისში და იარაღის საწყობებსაც აფეთქებენ ჩეხეთში) და ასევე გასაოცარი მომწამვლელი „ნობიჩოკის“ თაობაზე (რომელსაც მოსკოვი იყენებს, მაგრამ ვერავის ვერ კლავს).

ასე რომ, ემოციების დონეზე მსგავსი მოსაზრებები სრულიად გასაგებია, მაგრამ რაციონალური განხილვისას ამის გამო ისინი ჭეშმარიტებად ვერ იცევა.

ინტერნეტ−დისკუსიებში არსებობს მოვლენა, რომელიც „გოდვინის კანონის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მის თანახმად, ვინც პირველი შეადარებს ოპონენტს  ნაცისტებს ან ჰიტლერს, წაგებულიც ის არის — ვინაიდან გამოდის, რომ ვინც ამ არგუმენტს მიმართავს, მას სხვა მ ტკიცებულება აღარ აქვს.

რაღაც მსგავსი შეიძლება ითქვას პოლიტიკაზეც:  დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უკანასკნელი ინსტრუმენტია საგარეოპოლიტიკურ ნაკრებში. და ის ხშირად იმ ქვეყნის სისუსტეზე მეტყველებს, რომელმც ამ ინსტრუმენტს მიმართა, და არა მის სიძლიერეზე.

და თუ ვითარებას სწორედ ამ საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტების ნაკრების თვალსაზრისით შევხედავთ, რომლებიც ყველა მონაწილე მხარის ხელშია, მაშინ მომხდარი მეტად საინტერესო და ბევრი რამისთვის ნათლის მომფენი კუთხით წარმოჩინდება.

რუსეთი ხანგრძლივ თამაშს თამაშობს

საქმე ისაა, რომ დასავლეთმა უბრალოდ ამოწურა რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობები და ახლა იძულებულია, ისეთ ნაბიჯებს მიმართოს, რომლებიც, როგორც მინიმუმ. უცნაურად გამოიყურება, როგორც მაქსიმუმ კი — მძიმე ბოდვად. არა, რა თქმა უნდა, თეორიაში კიდევ უამრავი საშუალება არსებობოს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება მოსკოვის წინააღმედგ, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის ისინი მიუღებელია.

ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი შესაძლოა იყოს ვითარება, რომელიც საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT−ის გარშემო შეიქმნა. უკვე მრავალი წელია, გარკვეული ძალები რუსეთის მისგან გათიშვას მოითხოვენ. ამ დროის განმავლობაში  რუსეთმა ფინანსური კავშირის საკუთარი სისტემა შექმნა, რის შედეგადაც, თუ ასეთი გათიშვა მართლაც მოხდება, საბედისწერო შედეგებს ვერ მოიტანს. და მაინც, მიუხედავად ყველა კრიზისა და მოსკოვის დადანაშაულებისა ყველაზე ფანტასმაგორიულ დანაშაულებში, დასავლეთი მას SWIFT−ისგან არა და არ თიშავს. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ძალისნ ენანება ფული, რომელსაც ამით დაკარგავს.

შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რით ხელმძღვანელობდნენ აშშ და ევროპა, როდესაც 2014 წელს რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისის დაწყებისას მაშინვე მის ხელთ არსებული ყველაზე მძიმე კოზირები გამოყარეს. ამასთან ეს ეხება  როგორც მედიურ− პოლიტიკური რუსოფობიის  ისტერიულ დონეს, ისე კონკრეტულ ანტირუსულ ნაბიჯებს (როგორებიცაა სექტორალური სანქციები), რომლებიც მართლაც ძალიან მტკივნეული იყო რუსეთის ეკონომიკის ცალკეული დარგებისთვის. თუმცა ახლა ვითარება რამდენადმე შეიცვალა.

ბევრ რამეში სწორად ამით აიხსნება აჟამინდელი უცნაური, ერთი შეხედვით,  უაზრო დასავლური პოლიტიკა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის აგრესიული რიტორიკა, აზრს მოკლებული ბრალდებები და მოსკოვისთვის არც ისე მძიმე რესტრიქციები.

დასავლეთმა უბრალოდ ამოწურა რუსეთზე ზემოქმედების მისთვის მისაღები ზომები და უკვე რამდენი წელია, იძულებულია, ძველ წრეზე იტრიალოს და ყოველ ჯერზე სულ უფრო სასაცილოდ და სულელურად გამოიყურებოდეს.

ამასთან რუსეთის არსენალში რჩება უფრო მეტი ინსტრუმენტი. ეს იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს,  ერთბაშად ჩამოყაროს მსოფლიო პოლიტიკის მაგიდაზე მის ხელთ არსებული კოზირები — პირიქით, ხანგრძლივ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებს უპირატესობას.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (887)

მთავარი თემები