17:54 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (816)
671 0 0

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მსოფლოიოს მოუწოდა, უარი თქვან „გეოპოლიტიკურ ტაბუზე“, თუ ევროპის სამედიცინო სააგენტო (EMA) რუსული და ჩინური ვაქცინების დარეგისტრირების შესაძლებლობას განიხილავდა.

ირინა ალქსნისი

ცოტა ხნით ადრე იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. რუსული პრეპარატის გამოყენებაზე მზადყოფნა გამოთქვა მადრიდმაც.

რაც შეეხება გერმანიას, მისი ხელმძღვანელობის განზრახვა, აქტიურად ითანამშრომლოს მოსკოვთან აღნიშნულ საკითხზე, აშკარა ჯერ კიდევ იანვარში გახდა, როდესაც ანგელა მერკელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბერლინი მზად იყო, დახმარებოდა რუსულ პრეპარატს ევროპული რეგისტრაციის მიღებაში.

უფრო მეტიც, გერმანელებმა ამ ნაბიჯისთვის სამზადისი კიდევ უფრო დაიწყეს. ამ დროისათვის ევროპის ყველაზე გავლენიანი მედია პირდაპირ ბომბავს თავის აუდიტორიას „სპუტნისკ V-ს“ შესაზებ პოზიტიური პუბლიკაციებით. ვითარება გასაგებია: რუსული პრეპარატის დისკრედიტაციის მრავალთვიანი აგრესიული კამპანიის შემდეგ იქ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი აზრი, ვინაიდან, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროკავშირის მოსახლეობის ვაქცინაციაში.

თუმცა მომავალი საინფორმაციო-პოლიტიკური ძვრის პირველი მერცხლები, რომლებიც მაშინ ბევრმა ვერ შენიშნა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოჩნდნენ - და ამ პროცესში მთავარი როლი სწორედ გერმანიამ ითამაშა.

ფორმალურად ვითარება ისე გამოყურება, რომ Lancet -ის ახალმა პუბლიკაციამ მოულოდნელად ყველას ერთად აუხილა თვალი „სპუტნისკ V-ს“ ხარისხზე. ისიც გაირკვა, რომ გერმანიაში მთელი დატვირთვით მიდის ვაქცინის საწარმოებლად მოედნის მომზადება.

მოკლედ, გერმანელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ევროპის ლიდერის სტატუზი. სანამ სხვები ელოდებოდნენ, რით დამთავრდებოდა საქმე, გერმანიამ ჩაჭირა და საკუთარ თავზე გადართო ეკონომიკურად მოგებიანი თემა.

სიტუაცია ზუსტად ისეტვეა, როგორიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ შემთხვევაში, რომლის რეალიზაციასაც გერმანია მკერდით იცავს, მიუხედავად „კრემლის დანაშაულებისა“. ეს ზედმეტად მნიშვნელოვანი და პერსპექტიული საკითხია. რუსული ვაქცინა ძალიან კარგი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ უყურადღებოდ დაეტოვებინათ, როგორც ამის თავიდან გაკეთებას აპირებდა დასავლეთი.
ამასთან თავად დასავლეთს საქმე არც ისე კარგად აქვს. ვაქცინების დეფიციტი უზარმაზარ პრობლემად რჩება. დოზები მწვავედ ცოტაა და ვაქცინისთვის ბრძოლა სკანდალურ ხასიათს იღებს.

კიდევ ერთ დაბრკოლებად იქცა ევროპული ვაქცინის გამო სერიოზული იმედგაცრუება - ანგლო-შვედური AstraZeneca ეფექტურობის საშუალო დონეს აჩვენებს (60%-ზე ოდნავ მეტი).

ორი ამერიკული ვაქცინა - Pfizer-ისა და Moderna-სი — ეფექტურობის მხრივ არაჩეულებრივია (95% ეფექტურობა), მაგრამ არსებობს მეორე მხარე: მაღალი ფასი, ძალიან მკაცრი საწარმოო-ლოგისტიკური მოთხოვნები, აცრის დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობის არცოდნა.

კიდევ არის ერთი მომენტი, რაზეც მედია და ხელისუფლება უკიდურესად იშვიათად საუბრობენ, მაგრამ რაზეც ხშირად ფიქრობს ხალხი. ორივე პრეპარატი ინოვაციური ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელსაც ჯერ არ გაუვლია შემოწმება უსაფრთხოებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ იწვევს ასეთ რეზონანსს აცრის შემდეგ გარდაცვალების ფაქტები - თუმცა „შემდეგ“ არ ნიშნავს „შედეგად“.

ამ ფონზე ოფიციალურად გაიბრწყინა „სპუტნიკ V-მ“, რომელიც სულ ოდნავ ნაკლებად ეფექტურია ამერიკულ ვაქცინებზე (91,6 %), სამაგიეროდ მნიშვნელოვნად იაფია მათზე, არ მოითხოვს სუპერრთულ ტემპერატურულ რეჟმს და ამასთან შექმნილია პლატფორმაზე, რომელიც უკვე ათეული წლებია, არსებობს და ყველა მხრივ შემოწმებულია.

რუსი მეცნიერების გარღვევა ახლა დასავლეთში ყველაზე სასიამოვნო სიტყვებით ფასდება, სადაც „სპუტნიკ V-ს“ კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას ადარებენ 1957 წელს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (816)

მთავარი თემები