Die Welt: ვაქცინა „სპუტნიკ V“-მ დასავლეთი გააკვირვა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა „სპუტნიკ V“
ვაქცინა „სპუტნიკ V“  - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
მანამდე ავტორიტეტულმა სამეცნიერო გამოცემა Lancet-მა რუსული კოვიდ-ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რუსეთმა შეძლო გაეოცებინა დასავლეთის ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შექმნით, წერს გერმანული გამოცემა Die Welt.

ვაქცინა „სპუტნიკ V“ - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
Lancet-მა „სპუტნიკ V-ს“ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა

საგაზეთო პუბლიკაციის ავტორის ჟაკ შუსტერის აზრით, რუსეთმა დასავლეთი პირველად ჯერ კიდევ 1957 წელს გააკვირვა, როდესაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, როგორ უშვებდა სსრკ კოსმოსში დედამიწის პირველ ხელოვნურ თანამგზავრს.

„მას შემდეგ, ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთმა თითქმის ვეღარაფრით შეძლო გაეკვირვებინა დასავლეთი. მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც ბაზარზე ადრე გავიდა, აჩვენა, რომ რუსეთი იმაზე მეტია, ვიდრე „რაკეტებიანი ობერვოლტა“ (ჰელმუტ შმიდტის გამონათქვამი სსრკ-ის შესახებ - რედ.)“, — წერს ჟურნალისტი.

შუსტერის თქმით, ავტორიტეტულმა სამეცნიერო გამოცემა Lancet-მა დაადასტურა „სპუტნიკ V“-ს ძალიან მაღალი ეფექტურობა, რაც ამართლებს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაეწყო პრეპარატის გამოყენება ვაქცინის შესახებ საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებამდე.

ჟურნალმა The Lancet-მა 2 თებერვალს გამოაქვეყნა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ პრეპარატის ეფექტურობა უკიდურესად მაღალია და 91,6%-ს აღწევს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91%-ს აჭარბებს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის აგვისტოში დაარეგისტრირა პირველი კოვიდ–ვაქცინა, რომელიც გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. ვაქცინა „გამ-კოვიდ-ვაკს“ სავაჭრო სახელად „სპუტნიკ V“ ეწოდა.

პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი და ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი შუალედით. მისი მთავარი უპირატესობა — ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური გვერდითი მოვლენების არარსებობაა. ადამიანის ადენოვირუსების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები უკვე 50 წელზე მეტია, რაც გამოიყენება. 

ვაქცინა „სპუტნიკ V“ ამ დროისათვის უკვე დარეგისტრირებულია: რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეასა და ტუნისში.

ყველა ახალი ამბავი
0