მედია: „სპუტნიკV"-ს შემქმნელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას შექმნის

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშიშპრიცი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით
შპრიცი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად კიდევ რამდენიმე პრეპარატის შექმნის გეგმა რამდენიმე წლისთვის აქვს გაწერილი

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. გამალეის ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას შექმნის, იუწყება РИА Новости რუსეთის ტელეარხ rbc-ზე დაყრდნობით.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91%-ს აჭარბებს

აღინიშნა, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ შეათანხმა ცენტრთან სახელმწიფო დავალება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის პრეპარატების შესაქმნელად. კერძოდ, ახალი ვაქცინა ვირუსისებრი ნაწილაკების (VLP, virus-like particle) პლატფორმაზე შეიქმნება.

ასევე, 2021-2023 წლებისთვის დაწესებულებამ დაგეგმა COVID-19-ის საწინააღმდეგო საშუალების გამოშვება, რომელიც კორონავირუსის პროტეაზას სინთეტიკური არანუკლეოტიდური ინჰიბიტორის საფუძველზე შეიქმნება. ხოლო 2022 წელს უნდა გამოჩნდეს პრეპარატი, რომელიც ბლოკავს რეცეპტორ АСЕ2-ს, რომელსაც SARS-CoV-2 უჯრედებში შესაღწევად „ჭიშკრად“ იყენებს. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საშუალების გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაიტარონ აცრა პრეპარატით „სპუტნიკV". ის გამალეის ცენტრში პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდთან თანამშრომლობით ადამიანის ადენოვირუსის კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა. პრეპარატი COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინაა.

რუსეთში მარტის დასაწყისიდან შესაძლებელი იქნება აცრის ჩატარება ნოვოსიბირსკის ცენტრ „ვექტორის“ პრეპარატით „ეპივაკკორონა“, ხოლო აპრილის დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება ჩუმაკოვის ცენტრის „კოვივაკი“.

ყველა ახალი ამბავი
0