12:24 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (716)
288 0 0

ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ ნაკიანი წელი კი არ არის ცუდი, არამედ მისი მომდევნო. შესაძლოა იმიტომ, რომ „ცუდი წლის“ შემდეგ ვდუნდებით და პრობლემებიც გვექმნება

როსტისლავ იშჩენკო

მაგრამ 2021 წელი, სავარაუდოდ, 2020–ზე უფრო მძიმე თუ არა, ნაკლებიც არ იქნება — სრულიად ობიექტური მიზეზების გამო.

დავიწყოთ იმით, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერჯერობით დასრულებას არც ფიქრობს. ჯანმოს ოპტიმისტებსაც კი არ აქვთ იმედი, რომ მისი სრული დამარცხება 2022 წლის (თუ არა, 2023–ისა) ბოლომდე მოხერხდება.

რა თქმა უნდა, ჯანმო შეიძლება ცდებოდეს (არაერთხელ მომხდარა) და კორონავირუსი უფრო ადრეც დაიძლიოს. მაგრამ მომავალ წელს, ასე თუ ისე, მაინც გვექნება საქმე შეზღუდვებთან — საკუთარ ქვეყანაში თუ არა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადაადგილების კუთხით მაინც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ კომპანიებს, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურე ლოგისტიკურ ბიზნესს დამატებითი დარტყმა მიადგებათ. ნაკლებად იფრენენ თვითმფრინავები და ივლიან მატარებლები, საჭირო იქნება ნაკლები ახალი ვაგონები, ლოკომოტივები, ლაინერები და მისი დეტალები, ზეთები, საწვავი, ელექტროენერგია. შემცირდება წარმოება, ადამიანები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს.

და ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ პანდემიური ვითარება ოპტიმისტური სცენარით განვითარდება. და თანაც, პირდაპირ ვთქვათ: კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ყველაზე მტავარი არ არის.

არა მარტო ვირუსი

აშშ–ში ჯერ კიდევ არ დასრულებულა და უფრო მეტიც, ჯერ პიკზეც კი არ გასულა რესპუბლიკელების დაპირისპირებს დემოკრატებთან ბოლო არჩევნების გამო. აშშ–ის საარჩევნო სისტემა კომპრომეტირებულია, ქვეყნის ნახევარს ეჭვი ეპარება საკუთარი პრეზიდენტის ლეგიტიმურობაში და ამასთან სასტიკად სძულს ტავად პრეზიდენტია და მისი პარტიაც. მეორე ნახევარი კი იგივე მონეტით უხდის რესპუბლიკელებს — ტრამპსაც და მის მომხრეებსაც. 1861 წლის შემდეგ ახლა პირველად განიხილება სერიოზულ პოლიტიკურ დონეზე შტატების ერთი ნაწილის კავშირის შექმნა მეორე ნაწილის წინააღმდეგ. ამერიკელი პოლიტიკოსების თქმით, ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაც კი არ იყო ესოდენ გახლეჩილი და მხარეებს ასე სასტიკად მაშინაც კი არ სძულდათ ერთმანეთი.

ჯერჯერობით აშშ–ში ვითარება რადიკალიზაციას განაგრძობს. არადა შეერთებული შტატები ერთ–ერთია ორი ქვეყნიდან, რომელიც ყველაზე მძლავრ ბირთვულ არსენალსა და ჩვეულებრივი შეიარაღების კოლოსალურ მარაგებს ფლობს. გარდა ამისა, აშშ მადესტაბილირებელ გავლენას ახდენს ევროპაზე. ევროკავშირში ვითარება მცირედ უკეთესია, ვიდრე აშშ–ში. დაპირისპირებას გაერთიანების ამორფულობა არბილებს, თუმცა იგივე აძლევს მათ საშუალებას, ეფექტურად დაარეგულირონ უთანხმოებები.

ბელარუსი, უკრაინა, კავკასია და შუა აზია

არასტაბილური აღმოსავლეთ ევროპა, კერძოდ, პოლონეთი და ბალტიისპირეთი, უკვე ახდენენ მადესტაბილირებელ გავლენას ბელარუსზე. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ვითარებას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. რუსეთი კი აპრიორია ჩათრეული ამ კონფლიქტში უბრალოდ იმიტომ რომ მოკავშირე სახელმწიფოა.

ბელარუსის კრიზისი 2021 წელსაც გაგრძელდება და დიდი ალბათობით, კიდევ მეტად გაიზრდება. ამასთან მოსკოვისთვის ღია მასირებული ჩარევა ისევე ცუდია, როგორც სრული არჩარევა. არაადეკვატური პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება ატარებდა ბოლო ათწლეულებში, რუსეთს, მიუხედავად ყველა მატერიალური დაბანდებისა, არ აქვს კარგი თამაში ამ მიმართულებით. მაგრამ კრიზისი თავისით არ გაიწოვება, რაღაცის გაკეთება იქნება საჭირო.

არც უკრაინის საკითხი არ არის დახურული. ახლა დასავლეთი სულ უფრო ნაკლებად აკონტროლებს კიევს — უბრალოდ, არ სცალია. და უკრაინასაც, შემაკავებელი ცენტრების არარსებობის პირობებში, ნებისმიერი უსიამოვნო მოულოდნელობის ჩადენა შეუძლიათ. ძნელია თქმა, რუსეთის საზღვრებთან განთავსებული ორი დენთის კასრიდან რომელია უფრო სახიფათო — ბელარუსული თუ უკრაინული. ორივე ცუდია.

ამ ფონზე ამიერკავკასიის სიტუაცია შეიძლება ნეტარებადაც კი მივიჩნოთ. საქართველოს ხელისუფლებას ანტირუსული, თუმცა ადეკვატური რეჟიმი აქვს შენარჩუნებული. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ზავი დადეს და მის შესულებაზე კონტროლს რუსი სამშვიდობოები ახორციელებენ. მოხერხდა თურქეთის შეკავება, რომ რეგიონში აზრებაიჯანს ვერ გაცდენოდა, რომელიც მისი პრიორიტეტული მოკავშირეა ბოლო 25 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, თურქი სამხედროების საქმიანობას აზერბაიჯანში თეორიულად ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი აკონტროლებს.

მაგრამ არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არ მიიჩნევენ ომს დასრულებულად. ბაქომ ვერ შეძლო, დაემყარებინა სრული კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ერევანს კი რევანში სწყურია ისევე, როგორც ეს აზერბაიჯანს სწყუროდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. თურქეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ცეცხლიდან წაბლი სხვებისთვის გამოჰქონდა და ნებისმიერ მომენტში შეუძლია სცადოს ვითარების გამწვავება. მით უმეტეს, რომ ბაქოში ზოგ პოლიტიკოსს წარმატებამ თავბრუ დაახვია. კონფლიქტს ახალი აფეთქება შეიძლება მოჰყვეს. შესაძლოა ეს მომავალ წელს არ მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის აღკვეთაზე მუშაობა იოლი იქნება.

გარდა ამისა, ამ ვითარებას ერთვის მსოფლიო სისტემური კრიზისიც, რამაც კიდევ უფრო დიდი დისბალანსი გამოიწვია ამიერკავკასიის სახელმწიფოების ისედაც არამდგრად ეკონომიკებში. ეკონომიკურ პრობლემებს შიდაპოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე მიჰყავს საქმე, ხოლო კავკასიაში დანარჩენ მსოფლიოზე მეტად უყვართ შიდაპოლიტიკური პრობლემების გარეპოლიტიკური ავანტიურებით „მკურნალობა“.

შუა აზიაში, ყირგიზეთში, ჯერ კიდევ არ დასრულებულა ხელისუფლების საბოლოო გადანაწილების პროცესი. იაქც შეიძლება ისევ იფეთქოს, მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი საშინელება. თურქმენეთისა და უზბეკეთის ეკონომიკები, საერთო გლობალური კრიზისის გამო,  ძლიერ ზეწოლას განიცდიან. ტაშკენტსა და აშხაბადს არ გააჩნიათ საკომპენსაციო რესურსი. ჯერჯერობით რეჟიმები საკმაოდ სტაბილური ცანს, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს სტაბილურობა, გაუგებარია.

ყაზახეთში რამდენადმე უკეთესი ვითარებაა. ეკონომიკა იქ უფრო ბალანსირებულია, ქვეყანა მყარადაა ინტეგრირებული ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ასევე ერთობლივ რუსულ–ჩინურ საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში. მაგრამ თუ მთელი შუა აზია  აირევა, ყაზახეთის რესურსი რეგიონის სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ნურ–სულთანს სამართლიანად ექნება რუსეთის იმედი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

თემები:
რუსეთი დღეს (716)

მთავარი თემები